პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა: 4 ანდორას და ერთი ფარერებს შეუგდო.
რონალდომ ნაკრების მაისურით ჯამში 66 გოლი დააგროვა 135 მატჩში და ამ მაჩვენებლით რეიტინგში შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაასწრო, რომლის ანგარიშზე 116 მატჩში 62 გატანილი გოლია.
ევროპული ქვეყნების საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. ფერენც პუშკაში (უნგრეთი/ესპანეთი) - 85 გოლი 89 მატჩში
2. შანდორ კოჩიში (უნგრეთი)
3. მიროსლავ კლოზე (გერმანია) - 71 (137)
4. გერდ მიულერი (გფრ) - 68 (62)
5.რობი კინი (ირლანია)- 68 (146)
6.კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 66 (135)
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) - 62 (116)
8. იმრე შლოსერი (უნგრეთი) - 59 (68)
9. დავიდ ვილია (ესპანეთი) - 59(97)