ფიფა ეროვნულ ასოციაციებს 4 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ფეხბურთის განვითარებისთვის ეროვნულ ასოციაციებს 4 მლრდ აშშ დოლარს 10 წლის განმავლობაში გამოუყოფს. პროგრამის ფარგლებში, თანხას 211 ეროვნული ასოციაცია მიიღებს.

ინფორმაცია ამის შესახებ ფიფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. შესაბამისი დოკუმენტი ციურიხში 13 ოქტომბერს გამართულ ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს.

ფიფას ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯებისა და გულშემატკივრების საერთო რიცხვი მოსახლეობის 45%-იდან 60%-მდე გაიზარდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული