ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნიდერლანდებში ასეთი მოედნების რაოდენობა 300-იდან 2000-მდე გაიზარდა. ამასთან, ხელოვნურსაფრიანი მოედნით სარგებლობს ქვეყნის უმაღლესი ლიგის ერთბაშად ექვსი გუნდი: "ჰერაკლესი", "სპარტა", "ეკსელსიორი", "როდა", "ზვოლე" და "დენ ჰააგი".
როგორც კვლევამ აჩვენა, ასეთ მოედნებზე თამაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სულაც არაა, განსაკუთრებით კი - ბავშვებისთვის. "აიაქსის" აკადემიის აღსაზრდელების მშობლებმა უკვე მიიღეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ამიერიდან ბავშვები 3G-მოედნებზე აღარ ითამაშებენ.