"ტოტისთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. ასეთი ფეხბურთელის ფიფაში დასაქმება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას ფეხბურთისთვის ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია", - თქვა ინფანტინომ Rai Sport-ის ეთერში.
ფრანჩესკო ტოტის რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. "იმპერატორს" კარიერის დასრულების ვადის შესახებ ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.