* ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან ატარებს გამოკითხვას, ბოლო ექვსი გამოკითხვა ფიფასთან ერთად ჩატარდა, თუმცა ფიფა აღარ იღებს მონაწილეობას გამოკითხვაში.
* ბოლო ფეხბურთელი (მესის და რონალდოს გარდა), რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, კაკა იყო - 2007 წელს.
* 30-კაციან სიაში ყველაზე მეტი "რეალის" ფეხბურთელია - 6.
* სიაში მხოლოდ ერთი ინგლისელია - ჯეიმი ვარდი.
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" მაძიებელთა 30-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელთაგანაც ერთი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
მიმომხილველთა ინფორმაციით, ფავორიტები ისევ კრიშტიანო
პირველ რიგში, გთავაზობთ ნომინანტთა სიას: სერხიო აგუერო (სიტი, არგენტინა), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი, გაბონი), გარეთ ბეილი (რეალი, უელსი), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (სიტი, ბელგია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, არგენტინა), დიეგო გოდინი (ატლეტიკო, ურუგვაი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი/იუვენტუსი, არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ/მანჩესტერი, შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), კოკე (ატლეტიკო, ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთი), რიად მაჰრეზი (ლესტერი, ალჟირი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი, საფრანგეთი), პეპე (რეალი, პორტუგალია), პოლ პოგბა (იუვენტუსი/მანჩესტერი, საფრანგეთი), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), რუი პატრისიო (სპორტინგი, პორტუგალია), კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია), ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი, ინგლისი), არტურო ვიდალი (ბაიერნი, ჩილე).
ყველაზე მეტი წარმომადგენელი "სამეფო კლუბს" ჰყავს - ერთბაშად 6 ფეხბურთელი. 4-4 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი". სამი ფეხბურთელია მადრიდის "ატლეტიკოდან" და ტურინის "იუვენტუსიდან".
სიაში ყველაზე მეტი ფრანგი და არგენტინელია - 4-4. 3-3 გერმანელი, პორტუგალიელი და ესპანელია. აღსანიშნავია, რომ სიაში მხოლოდ ერთი ბრაზილიელია.
ყველა ნომინანტი იბრაჰიმოვიჩის, პოგბას და პაიეს გარდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. გამარჯვებული 2017 წლის 9 იანვარს გამოცხადდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"