პრემიერლიგა: ზლატანის 25 ათასი
* სემ ვოუკსი (ბარნლი) სწრაფი გოლების ოსტატად ჩამოყალიბდა. თუ "ლივერპულს" 97-ე წამზე გაუტანა, "კრისტალ პალასთან" შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტოქე 78-ე წამზე დაამწუხრა. * ვიქტორ ანიჩებემ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში 546-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* სერხიო აგუეროს ახლა უკვე 150 გოლი აქვს გატანილი "სიტის" მაისურით (ყველა შეჯიბრში) 223 მატჩში.
* კევინ დე ბრუინმა "სიტის" რიგებში მე-19 საგოლე
* სერხიო აგუერომ პრემიერლიგაში 30 კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და 28-ს გაუტანა.
* სტივენ პიენაარი (სანდერლენდი) 4-ჯერ გააძევეს პრემიერლიგაში და ყველა შემთხვევაში მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი იყო.
* ჯერმეინ დეფო პრემიერლიგაში 38 კლუბს შეხვდა და აქედან 35-ს მან გაუტანა.
* ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" პრემიერლიგის 11 თამაშიდან 9-ში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
* დევიდ მოიესმა პრემიერლიგის მატჩში სამი ქულა 945-დღიანი (!) პაუზის მერე პირველად აიღო.
* ედენ აზარმა (ჩელსი) პრემიერლიგაში ზედიზედ მე-4 ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.
* "ევერტონმა" პრემიერლიგაში 5 და მეტი გოლი 2014 წლის მერე პირველად გაუშვა.
* ედენ აზარის მეორე გოლი 23-პასიან კომბინაციას მოჰყვა.
* "ჩელსიმ" ამ სეზონში 6 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ გასულ სეზონში.
* დიეგო კოშტას (ჩელსი) ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 12 (9 გოლი, 3 საგოლე პასი).
* "ლივერპული" 916-დღიანი პაუზის მერე პრემიერლიგის ლიდერი გახდა.
* "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" ამ სეზონში 10 გოლიდან 7 სტანდარტული მდგომარეობებიდან გაიტანა.
* უეინ რუნი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვის ანგარიშზეც პრემიერლიგაში 100 საგოლე პასია. პირველი ორი რაიან გიგზი და ფრენკ ლამპარდი იყვნენ.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მანჩესტერი) 609-წუთიანი უგოლო სერია დაასრულა.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი საიუბილეო, 25 000-ე გოლია პრემიერლიგის ისტორიაში.
* პოლ პოგბას პრემიერლიგაში პირველი გოლის გასატანად 306 წუთი დასჭირდა.
* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) ბოლო 7 ტურში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც "არსენალთან" პირველი ხუთი დაპირისპირება არ წააგო.
* 5 გოლით ჰარი კეინი "ტოტენჰემის" ყველა დროის თანაბომბარდირი გახდა ჩრდილოლონდონურ დერბიში (გარეთ ბეილთან ერთად).
* "არსენალისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებაში ყველაზე მეტი გოლია გასული (სხვა დუელებთან შედარებით) - 139.
* კევინ ვიმერი (ტოტენჰემი) სულ მეორე ფეხბურთელია ჩრდილოლონდონური დერბის ისტორიაში, ვინც ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
* ტონი პულისის (ვესტ ბრომვიჩი) გუნდმა მოქმედ ჩემპიონს პრემიერლიგაში პირველად აჯობა.
* რიად მაჰრეზმა მარტის მერე პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
* რაც ეს სტატისტიკა ითვლება, არც ერთ გუნდს არ დაურტყამს მატჩში იმაზე მეტჯერ, რაც ეს "ლივერპულმა" "უოტფორდთან" მოახერხა - 17.
ლა ლიგა: მესი დაფრინავს, კრიშტიანო...
* დუიე ჩოპს (სპორტინგი) თავისი გუნდის გოლების 60%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული - 4 გოლი და 2 საგოლე პასი.* ბორხა ვიგერა (სპორტინგი) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში გაიტანა, აგვისტოში ის ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშობდა.
* ფლორინ ანდონეს (დეპორტივო) სეზონში პირველი გოლის გასატანად 30 დარტყმა დასჭირდა.
* პშემისლავ ტიტონმა (დეპორტივო) ზედიზედ ბოლო 13 მატჩში გაუშვა (30 გოლი).
* ლა ლიგის პირველ 11 ტურში "გრანადას" ასეთი ცუდი სტარტი (4 ქულა) არასოდეს ჰქონია.
* გაბიმ (ატლეტიკო) ლა ლიგაში პირველად "აიკიდა" პენალტი - 371 მატჩში.
* 2011 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ჩემპიონატში "ატლეტიკომ" ორი პენალტი გაუშვა.
* კარლოს ველამ ლა ლიგაში 9 პენალტიდან ყველა გაიტანა. 100%-იანი შედეგის ფეხბურთელებში მექსიკელმა ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა.
* "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ზედიზედ ორი საგარეო მატჩი პირველად დათმო 2014 წლის თებერვლის მერე.
* ფლორან ლეჟონმა (ეიბარი) მეორე პენალტი "აიკიდა" ამ სეზონში. "ლიდერები" მასთან ერთად არიან კევინ-პრინს ბოატენგი, სერხიო რამოსი და აიმენ აბდენური.
* კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) პირველად ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა. ბოლოს ასეთი რამ მას თებერვალში "გრანადასთან" დაემართა.
* რაფაელ ვარანმა მადრიდულ კარიერაში პირველად გააკეთა მატჩში 100 პასზე მეტი.
* გარეთ ბეილმა "რეალის" მაისურით მე-9 დუბლი შეასრულა (8 ლა ლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე).
* ხონათან ვიერას (ლას პალმასი) პენალტი ამ სეზონში ყველაზე გვიანი გოლია - 94-ე წუთზე (93 წუთი და 50 წამი) გავიდა.
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-500 გოლი გაიტანა (არაოფიციალურების ჩათვლით).
* ლიონელ მესის ამ სეზონში 23 გოლში მიუძღვის წვლილი (16 გოლი, 7 საგოლე პასი), ყველაზე მეტში ტოპ-5 ლიგაში.
* ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში 23 გუნდიდან (ვისაც შეხვდა) 21-ს გაუტანა.
* ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) ნეიმარმა 10 საგოლე პასში მიიღო მონაწილეობა. ეს კი 4-ით მეტია უახლოეს მდევარზე ლა ლიგაში.
* "სევილია" მესის საყვარელი "საკბილოა" - 27 გოლი გაუტანა, ყველაზე მეტი კლუბებს შორის.
* ვიგოს "სელტამ" ზედიზედ მე-4 ტურში მოიგო შინ.
ბუნდესლიგა: ცორკის მერე პირველი პოკერი
* სალომონ კალუმ (ჰერტა) ჰეთ თრიკი ბუნდესლიგაში 6-წლიანი პაუზის მერე გაიტანა. პირველად ეს მან "ჰანოვერის" მაისურით გააკეთა. * კრისტოფ კრამერი (გლადბახი) ბუნდესლიგის კარიერაში (101 თამაში) პირველად გააძევეს.
* როცა "ჰოფენჰაიმის" თავკაცი იულიან ნაგელსმანი დაიბადა (1987), კარლო ანჩელოტის უკვე მოგებული ჰქონდა სკუდეტო და იტალიის თასი (4-ჯერ), როგორც ფეხბურთელს.
* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ჰამბურგს" მე-4 წუთზე გაუტანა. ეს მისი ყველაზე ადრეული გოლია ბუნდესლიგაში.
* ჰაკან ჩალჰანოღლუმ (ლევერკუზენი) ბუნდესლიგის 17 გოლიდან 14 საჯარიმოს გარედან გაიტანა.
* მარიო გომესი (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში გოლების რაოდენობით (140) შტეფან კისლინგს გაუთანაბრდა, ეს კი ყველა დროის ბომბარდირებში მე-16 შედეგია.
* ყოველი ჰეთ თრიკი (ან მეტი) ამ სეზონში ბუნდესლიგაში "ჰამბურგის" კარში გავიდა (პოჰიანპალო, მოდესტე, ობამეიანგი).
* "დორტმუნდის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა, მიხაელ ცორკი იყო (1988 წ.).
* დავიდ ალაბამ 234-ედ მოირგო "ბაიერნის" მაისურა და ამ მაჩვენებლით, შტეფან ეფენბერგს გაუთანაბრდა.
* "დორტმუნდმა" "ჰამბურგს" ჩემპიონატში 2012 წლის მერე პირველად მოუგო სტუმრად.
* "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში ჯამში 123,2 კმ გაირბინეს. ეს სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
* "აინტრახტმა" და "კიოლნმა" ჯამში 2-ჯერ დაარტყეს კარში ზუსტად. ეს ყველაზე ცუდი შედეგია ამ სეზონში.
* "ლევერკუზენმა" და "მაინცმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს თავით - 6-6.
* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) კარიერაში პირველად მიიღო მონაწილეობა ერთ მატჩში 3 გოლში (2 გოლი, 1 პასი).
* ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად, 10 ტურის გასვლის მერე კიდევ დარჩა სამი დაუმარცხებელი კლუბი (ბაიერნი, ლაიპციგი, ჰოფენჰაიმი).
სერია A: ჯიჯის საიუბილეო
* "ტორინომ" პირველ 12 მატჩში 27 გოლი ბოლოს 1947/48 წლების სეზონში გაიტანა.* სერია A-ში ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) 2016 წელს 18 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ გონსალო იგუაინს (27) ჩამორჩება.
* მარეკ ჰამშიკის (ნაპოლი) გოლს ბალდე კეიტამ (ლაციო) 87 წამში უპასუხა.
* იტალიის ჩემპიონატში მირალემ პიანიჩის (იუვენტუსი) ანგარიშზე საჯარიმო დარტყმით გატანილი 12 გოლია.
* ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში მე-600 მატჩში ითამაშა.
* "ემპოლიმ" ჩემპიონატში 766-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.
* "რომამ" შინ ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 20 გოლი გაიტანა.
* მაურო იკარდიმ (ინტერი) ჩემპიონატში უკვე 10 გოლი გაიტანა. ამ ნიშნულს მან გასულ სეზონში მხოლოდ 22-ე ტურში მიაღწია.
* ჯანლუკა ლაპადულამ "პალერმოს" კარში ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა.
ლიგა 1: იუბილე გოლით
* რიად ბუდებუზმა (მონპელიე) ბოლო ორ მატჩში შეძლო დუბლების შესრულება. * "მონაკომ" 12 მატჩში 36 გოლი გაიტანა, ეს "სენტ ეტიენის" მერე (1969/70 სეზონი, 44 გოლი) საუკეთესო სტარტია.
* ბოლო 22 მატჩია, "მონაკოს" ერთი გოლი მაინც გააქვს "ლუი მეორეზე".
* კარლ-იოჰან იონსონი (გენგამი) 2006 წლის მერე მეორე გოლკიპერია, რომელსაც ორი საგოლე პასი დაუგროვდა.
* "ნიცამ" "კაენის" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად. ეს ამ სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
* ადრიენ რაბიომ (პსჟ) საფრანგეთის ჩემპიონატში მე-100 მატჩი გამართა და ის გოლით აღნიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"