32-მა ნაკრებმა შესაძლოა მუნდიალამდე ერთი კვირით ადრე პლეი ოფი ითამაშოს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის სტრუქტურის შესაძლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

"16 ნაკრები პირდაპირი წესით აირჩევა, ხოლო 32 ნაკრები ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე პლეი ოფს ითამაშებს მასპინძელ მუნდიალის ქვეყანაში.

ერთ კონკრეტულ მატჩში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მაგალითისთვის, პლეი ოფში ესპანეთი ან იტალია რომ გავარდეს? ნუ ცდილობთ, დღესვე განჭვრიტოთ მომავალი.

მსოფლიოს ჩემპიონატი სოციალური მნიშვნელობის ამბავია. მას შეუძლია ქვეყნები შეცვალოს და ადამიანებს ღიმილი აჩუქოს.

ტურნირის ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა შემდეგი განვითარებისთვის იმპულსი მოგვცეს", - თქვა ინფანტინომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
და რატომ უნდა გავარდეს ბოსნია ან ირლანდია თუ დამსახურებულად მივა ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპამდე?
Vako
19 ნოემბერი 2016 11:37
1
დროზე თუ არ მიხედეს ამას და უკნიდან ხალათის სახელოები არ გაუკოჭეს, ამ ჩაწყობილ გამაზულ ფეხბურთსაც კი სანატრებელს გაუხდის ყველა გულშემატკივარს. აველანჟმა ხომ თქვა 90-ის შემდეგ ყველა მსოფლიო ჩაწყობილი იყოო და ევროპის ჩემპიონატზე ლაპარაკიც კი არ ღირს ისედაც "შაპიტოს" დაამსგავსა მაფიოზა პლატინიმ.
.........
18 ნოემბერი 2016 22:31
0
ნუ წაგვარტმევ ნოორმალუურ ჩემპიონატს ეს ჯობიია ყოოლიფერს
lasha
18 ნოემბერი 2016 22:20
0
ორი წლის უკან და წელსაც შევთავაზე
ფიფა-ს,უეფა-ს და სფფ-საც ყოველ წელს კონტინენტის და იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შესარჩევების გარეშე,მაგრამ ამ დაკონსერვებული აზროვნების ორგანიზაციებს(როგორც მის თავს უწოდებენ) სხვისი ნააზრევი არ აინტერესებთ.
ვეტერანი
18 ნოემბერი 2016 17:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული