ანალიზმა, რომელიც ერემენკოს 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერი"-ცკსა-ს მატჩის შემდეგ აუღეს, დადებითი პასუხი აჩვენა. A სინჯში კოკაინისა და მისი მეტაბოლიტების კვალი აღმოჩნდა, რომლებიც 2016 წლიდან მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ პრეპარატთა სიაშია.
მოსკოვის ცსკა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას რეგლამენტით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში აპირებს.