ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: სამი დაუმარცხებელი ხუთ ლიგაში

AutoSharing Option
ამ ტურში პირველად დამარცხდა ლონდონის "ტოტენჰემი", რითაც პრემიერლიგის ცხრილში ბოლო ნული წაიშალა. მაშ, ვინღა რჩება დაუმარცხებელი ტოპ-5 ლიგაში?

მადრიდის "რეალი" და ორი მოულოდნელი გუნდი ბუნდესლიგიდან: "ლაიპციგი" და "ჰოფენჰაიმი".

"სამეფო კლუბის" რეკორდი მართლაც შთამბეჭდავია, 31 თამაშია, ზიდანის გუნდს არ წაუგია და თუ 30-ში თასზე "ლეონესასთან" არ წააგებს, ახალ რეკორდს დაამყარებს.

პრემიერლიგა: "დეზების" დაცემა
* "კრისტალ პალასმა" ამ სეზონში 13 გოლი გაუშვა სტანდარტული მდგომარეობებიდან. ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.

* "ჩელსიმ" პრემიერლიგაში 26-ედ მოუგო "ტოტენჰემს", ყველაზე მეტჯერ.

* "ტოტენჰემმა" ზედიზედ 30-ედ ვერ მოიგო "სტემფორდ ბრიჯზე".

* დიეგო კოშტამ ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 14 (10 გოლი+ 4 საგოლე პასი).

* ნემანია მატიჩმა (ჩელსი) 6 საგოლე პასი გააკეთა, რაც ერთით მეტია, ვიდრე წინა ორ სეზონში.

* პედრო როდრიგესმა (ჩელსი) ბოლო 6 ტურში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* კრისტიან ერიქსენზე (ტოტენჰემი) მეტი გოლი არავის გაუტანია პრემიერლიგაში საჯარიმოს გარედან, მას მერე, რაც დანიელი ინგლისში სათამაშოდ გადავიდა - 12.

* ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული) 143-ჯერ შეეხო ბურთს მატჩში, ეს მეორე შედეგია ამ სეზონში. საუკეთესო შედეგიც მას ჰქონდა - 148 შეხება "ბარნლისთან" მატჩში.

* "სუონსიმ" პრემიერლიგაში მხოლოდ მეორედ შეძლო მატჩში ხუთი გოლის გატანა.

* ჯეიმს მილნერის (ლივერპული) გუნდს არასოდეს წაუგია, თუ ამ უკანასკნელს გოლი გაჰქონდა.

* ჯეიმს მილნერმა "სანდერლენდს" უკვე ხუთი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაუტანა.

* დივოკ ორიგის (ლივერპული) 6 გოლიდან 5 შეცვლაზე შემოსვლის მერე გატანილია.

* მას მერე, რაც 2012 წლის იანვარში გილფი სიგურდსონის (სუონსი) დებიუტი შედგა პრემიერლიგაში, მან 6 გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით. ამ დროის განმავლობაში 6 გოლი მხოლოდ ხუან მატას აქვს გატანილი ჯარიმით.

* "ლესტერი" ამ სეზონში 392 წუთის განმავლობაში აგებდა. ეს უკვე მეტია, ვიდრე მთელი შარშანდელი სეზონის მონაცემი.

* 2016 წელს სერხიო აგუერომ (სიტი) პრემიერლიგაში 27 გოლი გაიტანა, რაც 8 გოლით მეტია უახლოეს კონკურენტზე.

* სერხიო აგუერომ "სიტის" ბოლო 34 ტურში 33 გოლი გაიტანა.

* "ბარნლის" მეკარე პოლ რობინსონმა პრემიერლიგაში სასტარტო შემადგენლობაში 2012 წლის მაისის მერე პირველად ითამაშა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ 4 ფრე 1980 წლის დეკემბრის მერე პირველად ითამაშა, მოგების გარეშე კი - 1990 წლის მერე პირველად.

* სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი) მე-12 მენეჯერია პრემიერლიგაში, რომელმაც პირველი სამი დაპირისპირება არ წააგო "იუნაიტედთან".

* "ევერტონმა" სტარტზე 15 შესაძლებლიდან 13 ქულა აიღო, შემდეგ კი 24 შესაძლებლიდან - 6.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩის (მანჩესტერი) გოლს 22 პასი უძღოდა წინ. მასზე მეტი პასი გადააბეს მხოლოდ ედენ აზარის (ჩელსი) გოლისას (ევერტონის კარში, 23 პასი) ამ სეზონში.

* დიაფრა სახოს (ვესტ ჰემი) გოლი (წუთი და 30 წამი) სისწრაფით მეორეა "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მეტოქის მიერ გატანილი. პირველ ადგილზე ედინ ჯეკოს გოლია 2014 წლის მარტში - 43 წამი.

* თეო უოლკოტმა (არსენალი) უკვე 6 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, ეს კი მისი საუკეთესო შედეგია 2012/13 წლების სეზონის (14) შემდეგ.

* "ბორნმუთმა" ისტორიაში პირველი გოლი გაუტანა ლონდონის "არსენალს".

ლა ლიგა: როგორ დაკარგა "ბარსამ" ბურთი
* რუბენ კასტრომ (ბეტისი) დაასრულა თავისი ყველაზე ცუდი პერიოდი ლა ლიგაში - ზედიზედ 9 ტურის მერე, როგორც იქნა, გაიტანა.

* ბოლო 24 მატჩია, "ვალენსია" სტუმრად ერთ გოლს მაინც უშვებს. ეს 1983 წლის მერე ყველაზე ცუდი სერიაა.

* დიეგო ლოპესმა (ესპანიოლი) ამ სეზონში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ყველაზე მეტჯერ ამ სეზონში.

* პაბლო პიატის (ესპანიოლი) იმდენივე ქულა აქვს გოლი+პასის მიხედვით, რამდენიც კრიშტიანო რონალდოს (10+2) - 12 (5 გოლი, 7 საგოლე პასი).

* ჟერარდ მორენოზე (ესპანიოლი) მეტი საჯარიმოს მოედნიდან მხოლოდ მესის და რონალდოს აქვთ გატანილი.

* ზინედინ ზიდანს "რეალის" მწვრთნელებში ყველაზე მაღალი მოგებათა პროცენტი აქვს - 81,8%.

* კრიშტიანო რონალდოს პენალტი პირველია, რომელიც "რეალმა" საკუთარ მოედანზე მოიპოვა ამ სეზონში და ყველაზე სწრაფი - 21-ე საუკუნეში.

* "მალაგამ" შინ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

* "მალაგამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა მას მერე, რაც მარცხდებოდა - 14.

* ფეხბურთელები, რომელთაც ყველაზე მეტჯერ დაარტყეს მეტოქეთა კარში ზუსტად ამ სეზონში: ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო - 33-33 დარტყმა.

* "ბარსელონამ" ამ სეზონში პირველად წააგო ბურთის კონტროლი ნებისმიერ მეტოქესთან - 47,7% "რეალ სოსიედადთან".

* ნეიმარმა (ბარსელონა) ლიონელ მესის 21-ედ გაუკეთა საგოლე პასი. ამ მხრივ ლიდერი დანი ალვეშია - 42 საგოლე პასი მესის, შემდეგ მოდიან ინიესტა (34) და ჩავი (31).

* მესიმ ბოლო შვიდი ზუსტი დარტყმიდან 5 გოლი გაიტანა.

* ვილიან ჟოზემ (რეალ სოსიედადი) ამ სეზონში შინ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 6.

* "ბარსელონამ" ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო ერთხელ მაინც ზუსტად დარტყმა კარში.

* "სელტამ" "ბალაიდოსზე" ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

* იაგო ასპასმა (სელტა) ამ სეზონში ესპანელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 9 (7 გოლი, 2 საგოლე პასი).

* 2006 წლის მერე პირველად, "ატლეტიკოს" კარში ზედიზედ მესამე მატჩში დაინიშნა პენალტი.

* დიეგო გოდინის (ატლეტიკო) 20 გოლიდან 18 თავურია.

* რაც "ატლეტიკოს" გოლკიპერია, იან ობლაკმა 8 პენალტიდან 4 მოიგერია (ყველა შეჯიბრში).

* "ალავესმა" სტუმრად ზედიზედ ორი მატჩი ლა ლიგაში 2002 წლის მერე პირველად მოიგო.

ბუნდესლიგა: "ლაიპციგი"="ბაიერნი"+"დორტმუნდი"
* მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერე თამაშობდა, "ბაიერნს" ბოლო 17 შემთხვევაა, არ წაუგია ჩემპიონატში.

* კვირისთვის ბუნდესლიგის 20 გოლიდან 11 თავური იყო.

* "ბაიერნმა" ბოლო 14 შეხვედრაში (ყველა ტურნირში) 12 გოლი გაუშვა, წინა 8-ში კი - მხოლოდ ერთი.

* არტურო ვიდალმა (ბაიერნი) ბუნდესლიგაში მე-40 მატჩი ითამაშა.

* 12 ტურის შემდეგ "აინტრახტმა" მხოლოდ 10 გოლი გაუშვა. ეს ამ კლუბის რეკორდია.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) მე-13 გოლი გაიტანა, იმ წუთისთვის ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგი.

* პირველად ბუნდესლიგაში, "დორტმუნდმა" სამივე შეცვლა ერთდროულად გააკეთა.

* სერჟ გნაბრი (ვერდერი) ორთაბრძოლებში ჩემპიონატში საუკეთესო იყო - 78% მოიგო.

* მარკო როისი (დორტმუნდი) 196-დღიანი პაუზის მერე დაუბრუნდა ბუნდესლიგას.

* ბოლო 7 ტურში "ლაიპციგმა" ზუსტად იმდენი ქულა დააგროვა (21), რამდენიც "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" ერთად.

* ვედად იბიშევიჩზე (ჰერტა) მეტჯერ არც ერთი ფორვარდი არ გაუძევებიათ ბუნდესლიგაში.

* ვედად იბიშევიჩი 51-ე ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

* აარონ ზაიდელი "მაინცის" მესამე ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩში გაიტანა.

სერია A: დე როსის 400, ნაინგოლანის 100
* 2014 წლის მერე "მილანმა" პირველად შეძლო ჩემპიონატში სტუმრად ზედიზედ ორი მატჩის მოგება.

* "მილანის" ბოლო ექვსივე გოლში მიიღო მონაწილეობა ესპანელმა ლეგიონერმა სუსომ.

* "ემპოლიმ" 500-წუთიანი პაუზის მერე შეძლო შინ გოლის გატანა.

* "რომამ" ისტორიაში მეორედ შეძლო პირველ 14 ტურში 33 გოლის გატანა. პირველად ეს 1934/35 წლების სეზონში მოხდა.

* დანიელე დე როსიმ (რომა) სერია A-ში თავისი მე-400 მატჩი ჩაატარა.

* რაჯა ნაინგოლანმა (რომა) ჩემპიონატში მე-100 მატჩი ჩაატარა.

* ბერგამოს "ატალანტამ" ზედიზედ მე-6 ტურში გაიმარჯვა.

* ჯოვანი სიმეონემ (ჯენოა) "იუვენტუსის" კარში მამის, დიეგო სიმეონეს გოლიდან ზუსტად 6 084 დღის მერე გაიტანა. დიეგომ 2000 წელს გაუტანა "იუვეს", როცა "ლაციოში" თამაშობდა.

* ბოლო 9 ტურია, რაც "ლაციოს" არ წაუგია.

* "პალერმომ" ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ შვიდი მატჩი ჩემპიონატში.

ლიგა 1: ერთიც და კავანი ასია
* იოან გურკუფმა (რენი) ამ სეზონის სისწრაფით მეორე გოლი გაიტანა - მან ანგარიში 41-ე წამზე გახსნა.

* "ლილმა" ზედიზედ 4 ტურში ვერ შეძლო გოლის გატანა.

* "მეცი"-"ლორიანის" შეხვედრაში შესვლაზე შესულ ტიბო ვიონს 166 წამი ეყო დუბლის შესასრულებლად.

* ლიგა 1-ში "მონაკომ" პირველად შეძლო "მარსელის" 4 ბურთის სხვაობით დამარცხება - 4:0.

* "მონაკოს" ფეხბურთელების ბოლო 9 დარტყმიდან 6 გოლი გავიდა.

* პსჟ-ს აქამდე ლიონში 11 ბოლო ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

* ედინსონ კავანიმ პსჟ-ის მაისურით 99 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში მეოთხე გოლეადორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული