რონინიომ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რონინიომ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, რონინიომ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "რა შეგძინათ საქართველოში გატარებულმა პერიოდმა, დაწყებული "მარკ სტარსიდან", დასრულებული საქართველოს ნაკრებში თამაშით და რა პერსპექტივას ელოდებით სამომავლოდ?"

მკითხველი:
- მოგესალმები, რონინიო. რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგე? გაგვიმხილე ის ფაქტორები, რამაც მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება?
- გამარჯობა. ჩემი ქართული კარიერა "იბერია სტარს" უკავშირდება. ამ კლუბში 5 წელი
გავატარე და სწორედ მაშინ, კლუბის პრეზიდენტმა ვახო წერეთელმა საქართველოს მოქალაქეობის აღება შემომთავაზა. ჩემი მეუღლეც ქართველია...

ამ ფაქტორებმა მიმაღებინეს გადაწყვეტილება მომერგო საქართველოს ნაკრების მაისური, რითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემთვის მეორე მშობლიური ქვეყანაა და მისი ღირსების დაცვა ჩემთვის დიდი პატივია.

მკითხველი:
- რას თვლით ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად?
- ბრაზილიაში ყველა პატარა ბავშვის ოცნება პროფესიონალ ფეხბურთელად გაზრდაა. ჩემი ოცნებაც ეს იყო. პატარა ქალაქიდან ვარ და ეს ოცნების ახდენას უფრო ართულებდა, თუმცა დღეს აქ ვარ, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს, მყავს ოჯახი და ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა.

მკითხველი:
- გამარჯობა. რამდენიმე წლის წინ შენ "იბერია სტარის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყავი. გთხოვ, შეადარო ქართული ფუტსალის მაშინდელი დონე დღევანდელს.
- გამარჯობა. ქართულ ფუტსალში "იბერია სტარის" არსებობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საქართველოში ეს იყო პირველი და ერთადერთი გუნდი, რომელსაც სტაბილურად ჰყავდა ლეგიონერები. საქართველოში ფუტსალის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.

დღეს ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, ზოგიერთი მათგანი უცხოურ კლუბებში თამაშობს. მიუხედავად ამისა, საქართველოში ფუტსალის დონე არ არის მაღალი და არც ვითარდება, რადგან მასში ინვესტიცია არ იდება. არ ჩანს ბიზნესმენი, რომელიც გამოხატავს ინტერესს. არც მთავრობა იჩენს სათანადო ყურადღებას. წელს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან იყო ინტერესი.

ვფიქრობ, "იბერია სტარის" არსებობის დროს ჩემპიონატის დონე კარგი იყო. ჩემპიონატის დღევანდელ დონეს ვერ შევადარებ, რადგან საქართველოში აღარ ვთამაშობ.

მკითხველი:

- გილოცავ. მადლობა მონიჭებული ბედნიერი წუთებისთვის! პირადად თქვენ, პროფესიონალ ფეხბურთელს, რა შეგძინათ საქართველოში გატარებულმა პერიოდმა, დაწყებული "მარკ სტარსიდან", დასრულებული საქართველოს ნაკრებში თამაშით და რა პერსპექტივას ელოდებით სამომავლოდ?
- გამარჯობა. გმადლობთ კომპლიმენტისთვის. ჩემს კარიერაში საქართველოს დიდი როლი მიუძღვნის. საქართველოში დაიწყო ჩემი კარიერა და ესაა ის ქვეყანა, სადაც ჩემს მეუღლეს შევხვდი. :)

მნიშვნელოვანი იყო "იბერია სტარში" გატარებული პერიოდი, რადგან წლების განმავლობაში სტაბილურად ვიღებდით მონაწილეობას უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. 2012 წელს უეფას თასის ოთხთა ფინალში გავედით. ამ ყველაფრის ფონზე გამოჩნდნენ სხვა გუნდებიც, რომლებიც ჩემით დაინტერესდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრობა ასევე დიდი მიღწევაა. "იბერია სტარში" განვვითარდი და ახლაც მიზანი ეგაა - მსურს ყოველდღე უფრო ვვითარდებოდე. მინდა, ჩემი თამაშით საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო!

მკითხველი:
- შეგვიძლია გულშემატკივრებს, რომ გაქართველებული ბრაზილიელი გიწოდოთ?
- გამარჯობა. კი, შეგიძლიათ გაქართველებული ბრაზილიელი მიწოდოთ. თითქმის 9 წელი მაკავშირებს საქართველოსთან, ბევრი მეგობარი მყავს აქ და მეუღლეც, როგორც ვთქვი, ქართველია. ეს ჩემი მეორე მშობლიური ქვეყანაა.

მკითხველი:

- გამარჯობა, რონი! გილოცავ წარმატებულ თამაშებს! ძალიან გამიხარდა შენი ჩემს მშობლიურ ნაკრებში ხილვა! მაინტერესებს, შვილს ხომ ათამაშებ საქართველოს ნაკრებში?
- გამარჯობა. კი, რა თქმა უნდა, თუ თავად ექნება ამის სურვილი. იმასაც გააჩნია, ბიჭი გვეყოლება თუ გოგო :)

მკითხველი:
- მოგესალმები და მადლობას გიხდი ქართული ფეხბურთისთვის გაწეულის სამსახურისთვის და ქართველი გულშემატკივარისთვის მინიჭებული სიხარულისთვის. საქართველოს ნაკრებში თამაშისას, რას თვლით თქვენს პროგრამას მინიმუმად და პროგრამა მაქსიმუმად? რის მიღწევით ჩათვლით თავს ვალმოხდილად?
- დიდი მადლობა. მიხარია, თუ ჩემი თამაშით თქვენი გახარება მოვახერხე.

პროგრამა მინიმუმი ამ ეტაპზე შესარჩევი ეტაპის გადალახვა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა, მაქსიმუმი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა და ტიტულების მოპოვებაა. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ: თუ ბევრი არ ვიმუშავეთ, თუ მთავრობა უფრო მეტად არ დაინტერესდა და თუ ფუტსალში მეტი ინვესტიცია არ ჩაიდო, ამას ვერ შევძლებთ. არიან ქვეყნები, სადაც ფუტსალს დიდ ყურადღებას უთმობენ და ეს მათ შედეგებზეც აისახება.

ჩემის მხრივ, გპირდებით, რომ გუნდელებთან ერთად კარგი შედეგისთვის თავს არ დავზოგავთ.

მკითხველი:
- უკვე წლებია საქართველოში ხარ. ენა ისწავლე? თუ კი,რამდენად გაგიჭირდა?
- გამარჯობა. ქართული ენის შესწავლა იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ ასე თუ ისე ვფლობ მას. ყველაფერს ვიგებ, რასაც მეუბნებიან, მაგრამ საუბრით ჯერ მთლად კარგად ვერ ვსაუბრობ.

წერა და კითხვა ერთი წლის წინ ვისწავლე, მაგრამ მეტ პრაქტიკას ვსაჭიროებ - პატარა ბავშვივით ვკითხულობ, რომელსაც ენის სწავლა ახალი დაწყებული აქვს :)))

აქ რომ მეცხოვრა, გაცილებით უკეთ მეცოდინებოდა ენა, მაგრამ უკვე 5 წელია საქართველოში არ ვარ, მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვდივარ ცოტა ხნით. მეუღლე კი მყავს ქართველი, მაგრამ პორტუგალიურ ენას ის კარგად ფლობს და ამ ენაზე მესაუბრება. :))

მკითხველი:

- ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
- ყველაფერი მომწონს, მაგრამ ხინკალს, ქაბაბს და ხაჭაპურს გამოვყოფდი.

მკითხველი:
- ბრაზილიაში გაიზარდე და ალბათ, ქართველისა და ბრაზილიელის ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდება. რაში გამოიხატება ეს განსხვავებები? და თუ არის რამე საერთოც?
- გამარჯობა. ჩემი აზრით, ქართველებსა და ბრაზილიელებს ბევრი საერთო აქვთ: ვართ ტემპერამენტიანები, სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, ორივესთვის ოჯახი მნიშვნელოვანია.

განსხვავება კი ალბათ ხასიათშია: ქართველები ადვილად ბრაზდებიან და მეტად ჯიუტნი არიან :)))

მკითხველი:
- როგორ მიდის კარიერა? კლუბის გამოცვლას ხომ არ გეგმავ?
- გამარჯობა. ამჟამად კვიპროსულ "აელ ფუტსალში" თამაშობ. ეს ქვეყანა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემპიონატის დონე არაა მაღალი და ეს არ მომწონს. კონტრაქტი მაისის ბოლომდე მაქვს, შემდეგ კი შემოთავზებებს განვიხილავ და თუ რამე კარგი იქნება, წავალ.

ჩემი სურვილია, ესპანეთის ან რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშო.

მკითხველი:
- ხომ არ ნანობ, რომ ოდესღაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღე და ჩვენს ნაკრებში ითამაშე?
- არა, პირიქით, ბედნიერი და ამაყი ვარ, ამ ქვეყნის მაისური რომ მოვირგე.

მკითხველი:

- მეუღლე ქართველი გყავს. ერთადერთი მიზეზი საქართველოში დარჩენისა და აქ თამაშის სწორედ ისაა თუ იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც საქართველო შენს მეორე სამშობლოდ იქციე?
- მეუღლე აქ დარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მქონდა სხვა ქვეყნიდანაც შემოთავაზებები, მაგრამ უარით გავისტუმრე.

მკითხველი:
- რას გვეტყვი საქართველოზე? როგორი ქვეყანაა?
- საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და შეინარჩუნა როგორც თავისი ენა, ისე ადათ წესები. აქ ლამაზი ბუნებაა და სამწუხაროა, რომ საშუალება არ მომცემია ყველა ადგილი დამეთვალიერებინა, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოვივლი ამ ქვეყნანას.

მკითხველი:
- შენ არაერთ ადგილას გითამაშია. გულწრფელად მიპასუხე: საუკეთესო გულშემატკივარი სად ნახე?
- ყველაზე კარგი გულშემატკივარი ალბათ ბრაზილიაშია, თუმცა აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ქართველი გულშემაკტივარიც, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალზე და ახლა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავლად იყო და მხარი აქტიურად დაგვიჭირა. ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული რამაა.

ასე მგონია, თუ საქართველოში ფუტსალის პოპულარიზაცია მოხდება, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ სპორტით და უფრო მეტი ჩაერთვება მასში. საქართველოში ჯერ ბევრს არ უნახავს ფუტსალი...
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

gamarjobaT, amJamad vTamaSob kviprosze, klub “ael futsal” - Si. aq Zalian momwons cxovreba, Tavad qveyana, magram Cempionatis done ar aris iseTi maRali, rac ar momwons. kontraqti maqvs maisis bolomde, SemdegSi vnaxavT ra variantebi iqneba, Tumca survili maqvs espaneTis an ruseTis CempionatSi viTamaSo.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული