გიორგიმ მოიწონა კითხვა: "როდის მოიგებ ოქროს ბურთს?" დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია კითხვის ავტორს დაუკავშირდება.
მკითხველი:
- გიორგი, გამარჯობა. პირველ რიგში, გისურვებ ჯანმრთელობას და წინსვლას კარიერაში. როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი ფეხბურთელის კარიერაში - შრომა, იღბალი თუ რაც შეიძლება ცოტა ტრავმა?
- შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. რა თქმა
მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- კი, თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის.
მკითხველი:
- პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებ! შენი აზრით, რა კომპონენტში გჭირდება მომატება დიდი ევროპული ფეხბურთის სათამაშოდ?
- აბსოლუტურად ყველა კომპონენტში, უბრალოდ, ზოგში მეტი, ზოგში - ნაკლები. :)
მკითხველი:
- გამარჯობა. სასიხარულოა, რომ ქართველებს შენნაირი ფეხბურთელი გვყავს, წარმატებებს გისურვებ ყველაფერში. რაც შეეხება კითხვას: საინტერესოა, რა განსხვავებას ხედავ ქართველ მწვრთნელებსა და შენს უცხოელ მწვრთნელებს შორის? მადლობა და წარმატებები კარიერაში.
- მეტ პროფესიონალიზმს, ამასთანავე, ფეხბურთელებთან სხვანაირ დამოკიდებულებას და საფეხბურთო განათლებას.
მკითხველი:
- წარმოიდგინე, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგე, უკვე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი ხარ და მაისურის სათხოვნელად შენთან რონალდინიო, ბაჯო, ზიდანი, მესი და რონალდო მოდიან. რომელ მათგანს დაასაჩუქრებდი?
- თუ ბრაზილიელ რონალდოს გულისხმობთ, მაშინ მას.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გილოცავ შენს ასეთ წარმატებებს. საქართველოში ხალხის და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა იმაზე, უნდა მიდიოდნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ. ძალიან მაინტერესებს შენი აზრი და თან გვითხარი, რატომ აირჩიე "შახტარი"? გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- საქართველოში რომ იყოს ყველანაირი პირობა ფეხბურთის სათამაშოდ, არ ვიტყოდი, რომ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი დღეს არის ასეთი - კი, უნდა მიდიოდნენ! საქართველოში ფეხბურთელი ფეხბურთელად ვერ იგრძნობს თავს და ვერ ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. საამისოდ არანაირი პირობა არ არის და ეს ყველამ იცის. ამ ასაკში "შახტარი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია და არცერთ სხვა ევროპულ დიდ გუნდში წასვლა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი თამაშია, მით უმეტეს, ამ ასაკში. სწორედ ამიტომ ავირჩიე "შახტარი".
მკითხველი:
- როდესაც გაიგე, რომ "შახტარის" პირველ გუნდში გადაჰყავდი ხელმძღვანელობას, როგორი რეაქცია გქონდა?
- განსაკუთრებული რეაქციები არასოდეს მაქვს, ყველაფერს ჩვეულებრივ ვიღებ, თუმცა, რასაკვირველია, გამიხარდა.
მკითხველი:
- საქართველოს ჩემპიონატი უკრაინის დონის რომ იყოს, ფოთის "კოლხეთში" ითამაშებდი?
- არა.
მკითხველი:
- გიორგი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ "შახტარი" შეხვდეს "ლოკომოტივს", დაინიშნოს პენალტების სერია და შენი პენალტი წყვეტდეს - იტან, იგებს "შახტარი", ვერ იტან - იგებს "ლოკომოტივი". რას იზამ? იმედია, მართლა მოგიწევს ფინალის თამაში.
- ვიტან.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. პირველ რიგში, წარმატებას და სულ წინსვლას გისურვებ კარიერაში. კითხვას რაც შეეხება: მაინტერესებს შენი პირადი აზრი, როგორც ფეხბურთის მოყვარულის, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატი? და ასევე მაინტერესებს, შენ, როგორც ფეხბურთელი, სად ისურვებდი კარიერის გაგრძელებას? მადლობა ყურადღებისთვის.
- ჩემი აზრით, ინგლისის პრემიერლიგა. რომელიმე ევროპული მაღალი დონის გუნდში თამაშს ვისურვებდი.
მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- მათ რომ სენი შეეყარათ და, თქვენი თქმით, "თავი დაიღუპეს", მხოლოდ მათი ბრალია. მოკლე პასუხით შემოვიფარგლები :)
მკითხველი:
- გიორგის ვულოცავ პირველ რიგში წარმატებას თავის გუნდში და მაინტერესებს, რას აკეთებს ის თავისუფალ დროს და რა არის მისი ჰობი?
- ძილი, ჭამა, დასვენება.
მკითხველი:
- არჩევნის საშუალება რომ იყოს, რომელს აირჩევდი - ჩემპიონთა ლიგის მოგებას 2-ჯერ ზედიზედ თუ "ოქროს ბურთს"?
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, თუმცა, ალბათ, "ოქროს ბურთს".
მკითხველი:
- კითხვის დასმაზე მეტად, მინდა წარმატებები გისურვო, გიო. იმედი მაქვს, გაგვახარებ ქართველ გულშემატკივარს. კითხვას მაინც დავსვამ: არის თუ არა მირჩა ლუჩესკუ შენი დიდი მომავლის გარანტი? მადლობა.
- კი, მაღალი დონის მწვრთნელია და მჯერა, ყველაფერს ისე მასწავლის, როგორც საჭიროა.
მკითხველი:
- თამაშის წინ ლოცვას კითხულობ? უფალმა დაგლოცოს...
- არამარტო თამაშის წინ.
მკითხველი:
- გიორგი, როგორ წარმოგიდგენია შენი და შენი ნიჭიერი თაობის მომავალი ეროვნული ნაკრები 2020-22 წლებისთვის? გამოვა ქართული ფეხბურთი ამ დაუსრულებელი კრიზისიდან?
- გამოვა, კი. ყოველ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მიბაძავდი თუ არა შენს ყოფილ ბრაზილიელ თანაგუნდელ ალექს ტეიშეირას და დიდი თანხის სანაცვლოდ აზიაში წახვიდოდი სათამაშოთ თუ რომელიმე გრანდის სათადარიგოთა სკამს დათანხმდებოდი?
- მიბაძვით არ მივბაძავდი, თუმცა არც სათადარიგოთა სკამს დავთანხმდებოდი. ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, მირჩევნია უფრო დაბალი დონის გუნდში ვითამაშო, ვიდრე სადმე სათადარიგო ვიყო.
მკითხველი:
- ვთქვათ და, ისე მოხდა, ნაკრების (ნებისმიერი ფორმაციის) თამაშის დღეს ქორწილი ან რაიმე სახის ღონისძიება გაქვს დაგეგმილი... იტყოდი თუ არა ნაკრებში თამაშზე უარს იმ დღეს ამ მიზეზით? და, ზოგადად, რის გამო შეიძლება უარი თქვა საქართველოს ნაკრებში თამაშზე?
- არ მჯერა მე მასეთი რამეების. არ ვიცი, რის გამო შეიძლება ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადო, თუმცა ყველა ინდივიდუალურია და ყველას თავისებური ხასიათი აქვს.
მკითხველი:
- მოგესალმები, გიორგი. წარმატებას გისურვებ პირად ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაში. ასეთი კითხვა მაქვს შენთან: "ოქროს ბურთს" როდის მოიგებ?
- საინტერესო შეკითხვაა, თუმცა არ ვიცი.