ქართველების მეტოქე გახლდათ მოსკოვის "ხიმკი", რომელიც საქართველოს მსგავსად, მიმდინარე ეტაპზე დაუმარცხებელი იყო. მთლიანობაში კი, აქამდე გამართული პირველი და მეორე ეტაპის საერთო შედეგებით ცხრილში ქართველებზე მაღლა - მესამე ადგილზე იმყოფებოდა.
საქართველოს ნაკრების მიზანი 16-გუნდიანი ტურნირის საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრა და შესაბამისად,
სულ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის 3 ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 11 მოიგო.
"ხიმკისთან" გამართულ მატჩში ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 66:63 იმარჯვეს. საქართველომ პირველი პერიოდი 18:17 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე სოლიდური, 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 37:27. მოსკოველებმა მესამე ათწუთეული 21:13 მოიგეს, ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ჩერქეზიშვილის გუნდმა შეხვედრა ღირსეულად ჩაამთავრა. ბოლო წუთზე ანგარიში 2 ქულამდეც შემცირდა (60:62), მაგრამ დავით აფხაზავას და დავით ლომიძის ქულებმა სასურველი შედეგი მოგვიტანეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი კი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 წუთში 18 ქულა მიითვალა. 12 ქულა და 8 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა, დავით ლომიძემ კი 9 ქულა მოაგროვა.
სარგებლიანობის ინდექსით ფევაძის შემდეგ იყო დავით აფხაზავა, რომელმაც 11 შედეგიანი გადაცემა, 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
მე-3 ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დავით აფხაზავა დასახელდა, რომელსაც მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზი გადაეცა. ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში ორგანიზატორებმა ალექსანდრე ფევაძე შეიყვანეს. ეტაპის გამარჯვებულის თასი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა - დავით ლომიძემ ჩაიბარა.
გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ესტონური მატჩების შედეგებს:
საქართველო - ასეკო (პოლონეთი) 91:32
საქართველო - დსნ (ლატვია) 89:55
საქართველო - ოლიმპი (ბელორუსი) 60:46
საქართველო - ბუდაპეშტი (უნგრეთი) 66:34
საქართველო - ხიმკი (რუსეთი) 66:63
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"