ფინალური მატჩი უინტერესო გამოდგა. "ხიმკიმ", რომელიც საქართველოსთან მარცხს ბეწვზე გადაურჩა, ფინალისტი "ცმოკი-მინსკი" 106:65 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა. საქართველომაც საკმაოდ იოლად სძლია ბელორუსებთან ნახევარფინალში წაგებულ "ვლადსლავოვოს" და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.
საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 16 ქულა და 17 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო 12 ქულა დავით აფხაზავას ანგარიშზე დაგროვდა.
ტურნირის საუკეთესო გამთამაშებლად დავით აფხაზავა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ცენტრის პრიზი გიორგი კორსანტიამ დაიმსახურა. ტურნირის ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე. სამივე ხსენებულ ქართველ კალათბურთელს მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
superleague.ge