საქართველო რუმინეთზე 27 ქულით უკეთესია

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი. მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილები

საქართველო-რუმინეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ თქვა: 7-ქულიანი სხვაობა ძალთა თანაფარდობას რეალურად არ ასახავდა, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგოო...

ზაზას არ დაუკონკრეტებია რა უპირატესობით უნდა გაემარჯვა მის გუნდს, სამაგიეროდ გუშინვე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დააკონკრეტა: ჩვენსა და რუმინელებსა შორის 27 ქულიანი სხვაობააო - გუნდური თამაშის წყალობით ვლახები 97:70 დაამარცხა.
ჩვენი 20-წლამდელები თამაშს დღითი-დღე აუმჯობესებენ და ცოტა ადრე ადრე რომ გამოფხიზლებულიყვნენ, შეიძლება A დივიზიონის საგზურისთვის ებრძოლათ. რადგან ორი საწყისი წაგების გამო ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მიხეილ

ბერუაშვილის შეგირდები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვნენ და სხვა ჯგუფების აუტსაიდერებთან არკვევენ მეცამეტე-მეჩვიდმეტეადგილოსანთა ბედს. G ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შესარჩევი ტურნირის მე-13 პოზიციაზე დასრულებას ნიშნავს. ამისთვის ქართველებს ბოლო ტურში დანიელების ძლევა სჭირდებათ. 
 

G ჯგუფი

23 ივლისი

საქართველო-რუმინეთი 97:70

14:17, 26:18, 27:13, 30:22

საქართველო: ბაქრაძე (23 წთ, 13ქ, 3პ, 1მ, 3ჩ, 2ფ, 2შ), ჩიკვილაძე (23 წთ, 15ქ, 5მ, 5პ, 3ჩ, 2ფ, 1შ), ხმელიძე (18 წთ, 6ქ, 2მ, 1პ, 1დ, 3ფ, 1შ), კვეტენაძე (16 წთ, 7ქ, 5მ, 1პ, 1ჩ, 1ფ, 1შ), შარაბიძე (30 წთ, 13ქ, 5მ, 1პ, 1დ, 1ჩ, 1შ); ლომოური (13 წთ, 1პ, 1ფ, 1შ), ნანიტაშვილი (17 წთ, 6ქ, 2პ, 1მ, 1ფ), დვალიშვილი (24 წთ, 15ქ, 7მ, 1პ, 3ფ, 1შ), ჩაჩანიძე (11 წთ, 11ქ, 1პ, 1ჩ,  2ფ, 1შ), მაჭავარიანი (16 წთ, 9ქ, 1მ, 1პ, 1ჩ, 2ფ), ბექაური (9 წთ, 2ქ, 2მ, 1პ, 1ფ, 1შ).

რუმინეთი: გუტოაია (22ქ), პოპი (4ქ), აკტასი (5ქ), ტელინიუ (6ქ, 5მ), კორპოდეანი (4ქ), ტოროკი (14ქ), ტიბირნა (15ქ, 5მ)

ბელარუსი-შვეიცარია 62:73

სატურნირო მდგომარეობა

 თ მ წ ქ
1. საქართველო 3 3 0 6
2. რუმინეთი 4 2 2 6
3. დანია 3 2 1 5
4. ბელარუსი 4 1 3 5
5. შვეიცარია 4 1 3 5

დღეს: საქართველო-დანია (15:30)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული