U20. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.

კონტინენტის პირველობის B დივიზიონს რუმინეთის ქალაქი ორადეა 14-23 ივლისს უმასპინძლებს.

ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ქვეჯგუფშია გადანაწილებული, ხოლო საბოლოოდ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მომავალი წლისთვის ელიტარულ - A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მაკედონია, მალტა, ალბანეთი და რუმინეთი. ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა და პლეი ოფში ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

14 ივლისი

საქართველო-რუმინეთი 19:30

15 ივლისი

მალტა-საქართველო 15:00

16 ივლისი

საქართველო-მაკედონია 17:15

18 ივლისი

ალბანეთი-საქართველო 12:15

საქართველოს ნაკრებმა შეკრება თბილისში გაიარა, ხოლო 6-9 ივლისს სომხეთში იმყოფებოდა და ამ ქვეყნისა და ყაზახეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან სპარინგ-მატჩები გამართა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბულაშვილი სადაა,აფხაზავა რატო და რატო ბულაშვილი არა,რით ჯობია ამიხსენით,ან გოგალაძე?
basketball
16:35 12-07-2017
0
მაგარი მოსამზადებელი ქონიათ ევროპის ჩემპინატის წინ:) და მერე მოთხოვე ბიჭებს შედეგი მალადეც 2 ამხანაგური ერთი ჩაშლილი მატჩი სულ ეგაა ???
დინამო
23:40 12-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული