U20. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.

კონტინენტის პირველობის B დივიზიონს რუმინეთის ქალაქი ორადეა 14-23 ივლისს უმასპინძლებს.

ტურნირის მონაწილე 21 გუნდი 4 ქვეჯგუფშია გადანაწილებული, ხოლო საბოლოოდ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები მომავალი წლისთვის ელიტარულ - A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მაკედონია, მალტა, ალბანეთი და რუმინეთი. ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა და პლეი ოფში ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

14 ივლისი

საქართველო-რუმინეთი 19:30

15 ივლისი

მალტა-საქართველო 15:00

16 ივლისი

საქართველო-მაკედონია 17:15

18 ივლისი

ალბანეთი-საქართველო 12:15

საქართველოს ნაკრებმა შეკრება თბილისში გაიარა, ხოლო 6-9 ივლისს სომხეთში იმყოფებოდა და ამ ქვეყნისა და ყაზახეთის 20-წლამდელთა ნაკრებებთან სპარინგ-მატჩები გამართა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
MართAლია კალათBურთEლი,რატო არ ქონდათ BიჭEბს პირობები?
Maradona
13 ივლისი 2017 14:10
0
დაწერეთ რატომ ვერ მოხერხდა შეკრების ორგანიზება, მერე გწყინთ ჟურნალისტებს რომ აუგათ მოგიხსენიებენ, სად გაგონილა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შეკრების გარეშე წასულიყოს...
ედიკას დროა ...
კალათბურთელი
13 ივლისი 2017 11:04
0
დიდი კორუფციაა კალათბურთის ფედერაციაში. კარგად ჭამენ ბიჭები
gia
13 ივლისი 2017 02:15
0
მაგარი მოსამზადებელი ქონიათ ევროპის ჩემპინატის წინ:) და მერე მოთხოვე ბიჭებს შედეგი მალადეც 2 ამხანაგური ერთი ჩაშლილი მატჩი სულ ეგაა ???
დინამო
12 ივლისი 2017 23:40
0
ბულაშვილი სადაა,აფხაზავა რატო და რატო ბულაშვილი არა,რით ჯობია ამიხსენით,ან გოგალაძე?
basketball
12 ივლისი 2017 16:35
0

სიახლეები პოპულარული