
რუმინეთში მიმდინარე ტურნირის გახსნის მატჩში მასპინლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მალტას დამაჯერებლად - 90:69 სძლია.
ქართველებმა მატჩი უხეიროდ დაიწყეს და პირველ წუთებზე 1:10 ჩამორჩნენ. ეს დროებითი ჩავარდნა გახლდათ, სანამ გუნდი საკუთარ თამაშს იპოვიდა და მალტელთა დაცვას გასაღებს მოარგებდა.
ქართველებმა მეტოქე წუთებში 11:10 ჩამოიტოვეს, თუმცა პერიოდის მოგება მაინც ვერ მოახერხეს - 20:21. მეორე მეოთხედიდან საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და 28:14 მოგებით დიდ შესვენებაე 13-ქულიანი ლიდერობით
მწვრთნელებმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 17 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, ხოლო ლევან ბაბილოძეს წინა მატჩის მსგავსად, ტრავმის გამო არ უთამაშია.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 21 ქულით - 90:69 იმარჯვა, რაშიც დიდი წილი ალექსანდრე ფევაძეს მიუძღვის, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეფარემ - გიორგი კორსანტიამ, ხოლო ნიკა დარბაიძემ ქართველებს 16 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებს დღეს პრინციპული მატჩი ელის მაკედონიასთან, რომელიც 17:15 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით