U20. საქართევლოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მალტას მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რუმინეთში მიმდინარე ტურნირის გახსნის მატჩში მასპინლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მალტას დამაჯერებლად - 90:69 სძლია.

ქართველებმა მატჩი უხეიროდ დაიწყეს და პირველ წუთებზე 1:10 ჩამორჩნენ. ეს დროებითი ჩავარდნა გახლდათ, სანამ გუნდი საკუთარ თამაშს იპოვიდა და მალტელთა დაცვას გასაღებს მოარგებდა.

ქართველებმა მეტოქე წუთებში 11:10 ჩამოიტოვეს, თუმცა პერიოდის მოგება მაინც ვერ მოახერხეს - 20:21. მეორე მეოთხედიდან საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და 28:14 მოგებით დიდ შესვენებაე 13-ქულიანი ლიდერობით
გავიდა - 48:25.

მწვრთნელებმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 17 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, ხოლო ლევან ბაბილოძეს წინა მატჩის მსგავსად, ტრავმის გამო არ უთამაშია.

საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 21 ქულით - 90:69 იმარჯვა, რაშიც დიდი წილი ალექსანდრე ფევაძეს მიუძღვის, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეფარემ - გიორგი კორსანტიამ, ხოლო ნიკა დარბაიძემ ქართველებს 16 ქულა შესძინა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს დღეს პრინციპული მატჩი ელის მაკედონიასთან, რომელიც 17:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია! მაცედონიას დიდი ანგარიშიტ ვაჯობეთ
oto
16 ივლისი 2017 21:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული