U20. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიას მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ალბანეთის ძლევა აკლია.

ტურნირის სადებიუტო მატჩში მასპინძლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკო ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ მალტას მოუგო, დღეს კი მაკედონიასაც სძლია და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ალბანეთსაც თუ მოუგებს, მეორე ადგილს გაინაღდებს.

არსებობს მცირე შანსი, რომ საქართველომ პირველი ადგილი დიკავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხვალ მაკედონია რუმინეთს ქულათა გარკვეული ოდენობით მოუგებს, თუმცა ამაზე ახლა საუბარი არასერიოზულია. ქართველებმა მაკედონიას საკმაოდ იოლად
მოუგეს. ბალკანელებმა საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგეს, თუმცა 3 პერიოდის განმავლობაში ქართველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ.

საქართველომ მაკედონიელები ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც 24:7 მოუგო და საბოლოოდ 30 ქულით - 78:48 იმარჯვა. ჩვენს გუნდში შეუჩერებელი იყო დავით ახაზავა, რომელმაც 34 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა თამაშიდან 13-დან 11 სროლა ჩააგდო. 17 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ ქართველებს 11 ქულა შეაშველა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 17 ივლისს, თბილისის დროით 12:45 საათზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ხორვატია იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე სანი..მე 17ში მეგონა ამათი გადამკიდე და მთელი დღეა ყველგან ვეძებ შედეგს
ვახო
22:28 17-07-2017
0
ალბანეთთან თამაში 18ში გვაქვს და არა 17ი
sani
13:22 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული