
ამ გამარჯვებით ნიკო ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა დავით ლომიძემ ჩააგდო, რომელმაც ასევე 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ყველაზე მეტი 10 მოხსნა კი გიორგი კორსანტიამ ჩაიწერა აქტივში, რომელსაც 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი საქართველოს ნაკრებიდან ერთბაშად 6 კალათბურთელმა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება,