U20. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დასანანი მარცხი იწვნია, რამაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლის გზა მოუჭრა.

ხორვატიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე "ა" დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა და ჯგუფური ეტაპიც წაუგებლად, ძალიან იოლად გაიარა. საქართველოს ნაკრებთან კი ხორვატები უმეტესწილად აგებდნენ და ბოლოს დიდი გაჭირვებით - 74:71 იმარჯვეს.

საქართელოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი გუნდის წევრები მატჩის მიწურულს ფლობდნენ, ვერ შეინარჩუნეს. მაშინაც კი, როცა ბოლო წუთზე ხორვატები 4 ქულით წინ გავიდნენ,
ქართველებს გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბომბარდირმა გოგაბითაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ქართველებს მერეც ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლო წამებზე ბურთი ვერ მოიხელთეს და დასანანი მარცხი განიცადეს.

17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი აჩვენა გოგა ბითაძემ, ხოლო ოთხმა ქართველმა - დავით ლომიძემ, ვილი ისიანმა, ლევან ბაბილოძემ და ნიკა დარბაიძემ 12-12 ქულა მიითვალეს. 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა დავით აფაზავა.

საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება და ხვალ, 22 ივლისს პოლონეთის ნაკრებს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაუპირიპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროდ არ მეცალა და ნაკრების თამაშებს ვერ ვუყურე,მაგრამ ახლა მომეცა საშუალება და პოლონეთთან მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთი,შემდეგ კი ჩანაწერში პირველი პერიოდი ვნახე და მეტი ვეღარ გავძელი,გამოვედი.აქმდე მეგონა,რომ გუნდში 12 კაცია და აქედან 5 კაცი თამაშობს მოედანზე.აქ აღმოჩნდა რომ მოედანზე 5 კაცია,მაგრამ ორი თამაშობს,სამი კი პრაქტიკულად სტატისტები არიან.ბურთის ტარებაში აშკარად ეტყობათ ტექნიკის ნაკლებობაა საჯარიმოებსაც ბლომად აფუჭებენ და კომბინაციები ხომ თითქმის არაფერი,ან პასი ბითაძეს,ან კიდევ მეოთხე ნომერი იზავს რამეს,სხვები მხოლოდ მათ დახმარებას ცდილობენ.დაცვაში უარესობა იყო,მეტოქის კომბინაციებთან სრული უძლურება გამოჩნდა.აშკარად ჩვენზე განათლებულები არიან.ვაპირებდი წინა თამაშების ჩანაწერებს ვნახავ მეთქი,მაგრამ ყოველგვარი ხალისი დავკარგე.
სოსო
17:20 22-07-2017
0
ვუყურ თამაშს ფსიქოლოგიურად წააგეს ბიჭებმა. ეს ჩვენი მწვრთნელი კი რას ურახუნებდა ბიჭებს ვერ გავიგე? მე მგონია, რო ფედერაციებმა პირველ რიგში მაინც მწვრთნელთა კვალიფიკაციიდან უნდა დაიწყონ. ალბათფასჰულია სჰაიბარებს მალე ფედერაციას და ახალ სტანდარტებს დანერგავს. მანამდე ვიწვალოდ......................
ლუკა
14:41 22-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული