U20. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დასანანი მარცხი იწვნია, რამაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლის გზა მოუჭრა.

ხორვატიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე "ა" დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა და ჯგუფური ეტაპიც წაუგებლად, ძალიან იოლად გაიარა. საქართველოს ნაკრებთან კი ხორვატები უმეტესწილად აგებდნენ და ბოლოს დიდი გაჭირვებით - 74:71 იმარჯვეს.

საქართელოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი გუნდის წევრები მატჩის მიწურულს ფლობდნენ, ვერ შეინარჩუნეს. მაშინაც კი, როცა ბოლო წუთზე ხორვატები 4 ქულით წინ გავიდნენ,
ქართველებს გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბომბარდირმა გოგაბითაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ქართველებს მერეც ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლო წამებზე ბურთი ვერ მოიხელთეს და დასანანი მარცხი განიცადეს.

17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი აჩვენა გოგა ბითაძემ, ხოლო ოთხმა ქართველმა - დავით ლომიძემ, ვილი ისიანმა, ლევან ბაბილოძემ და ნიკა დარბაიძემ 12-12 ქულა მიითვალეს. 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა დავით აფაზავა.

საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება და ხვალ, 22 ივლისს პოლონეთის ნაკრებს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაუპირიპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროდ არ მეცალა და ნაკრების თამაშებს ვერ ვუყურე,მაგრამ ახლა მომეცა საშუალება და პოლონეთთან მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთი,შემდეგ კი ჩანაწერში პირველი პერიოდი ვნახე და მეტი ვეღარ გავძელი,გამოვედი.აქმდე მეგონა,რომ გუნდში 12 კაცია და აქედან 5 კაცი თამაშობს მოედანზე.აქ აღმოჩნდა რომ მოედანზე 5 კაცია,მაგრამ ორი თამაშობს,სამი კი პრაქტიკულად სტატისტები არიან.ბურთის ტარებაში აშკარად ეტყობათ ტექნიკის ნაკლებობაა საჯარიმოებსაც ბლომად აფუჭებენ და კომბინაციები ხომ თითქმის არაფერი,ან პასი ბითაძეს,ან კიდევ მეოთხე ნომერი იზავს რამეს,სხვები მხოლოდ მათ დახმარებას ცდილობენ.დაცვაში უარესობა იყო,მეტოქის კომბინაციებთან სრული უძლურება გამოჩნდა.აშკარად ჩვენზე განათლებულები არიან.ვაპირებდი წინა თამაშების ჩანაწერებს ვნახავ მეთქი,მაგრამ ყოველგვარი ხალისი დავკარგე.
სოსო
22 ივლისი 2017 17:20
0
ვუყურ თამაშს ფსიქოლოგიურად წააგეს ბიჭებმა. ეს ჩვენი მწვრთნელი კი რას ურახუნებდა ბიჭებს ვერ გავიგე? მე მგონია, რო ფედერაციებმა პირველ რიგში მაინც მწვრთნელთა კვალიფიკაციიდან უნდა დაიწყონ. ალბათფასჰულია სჰაიბარებს მალე ფედერაციას და ახალ სტანდარტებს დანერგავს. მანამდე ვიწვალოდ......................
ლუკა
22 ივლისი 2017 14:41
0
ეს აშკარაა რო საქართველოში მწვრთნელების კრიზისია!არაკვალიფიკაციურები არიან
rt
22 ივლისი 2017 12:27
0
იმიტომ წააგეს რომ როგორც ყველა ნამდვილ ქართველს ამათაც კრიტიკულ სიტუაციაში ნერვები ღალატობთ. ამხანაგური რომ ყოფილიყო - მოიგებდნენ. მწვრთნელიც ქართველია და ისიც ნერვიულობს.
haha
22 ივლისი 2017 11:07
0
პირველ რიგში მწრთვნელი არ ვარგა და საერთოდ ნაკრების ასაკობრივი მწრთვნელები საერთოდ 0 ტოლფასებია ,ყველაფერი გაბრიჩიძეს ბრალია ეს კაცი ღუპავს ყველაფერს.გაიტანეთ გაბრიჩიძე
Chamdebii
21 ივლისი 2017 22:34
0
მართლაც ბევერი საჯარიმო გააფუჭეს, 67 ქულაზე კი გაიყინენ, ერთი ათი შეტევა მაინც გააფუჭეს, თორემ მაშინ წინაც ვიყავით. ხომ არ ჯობდა წუთშესვენების აღება. ასეა თუ ისე თანაბარი გუნდები იყვნენ და შეიძლებოდა ფორტუნა ჩვენსკენ ყოფილიყო, არა უშავს იქნებ ნაკრების ასაკობრივი ჩავარდნა ამათ ამოქაჩონ.
mamuka
21 ივლისი 2017 21:43
0
წარმოუდგენელია სად შეიკრიბა ერთად ამდენი არასრულფასოვანი მოთამაშე. თამაშში რომ 10-15 საჯარიმოს ააცილებ, რისი იმედი უნდა გქონდეს. არც მწვრთნელი ვარგა და არც მოთამაშეები.
aronaks
21 ივლისი 2017 21:35
0
წარმოუდგენელია სად შეიკრიბა ერთად ამდენი არასრულფასოვანი მოთამაშე. თამაშში რომ 10-15 საჯარიმოს ააცილებ, რისი იმედი უნდა გქონდეს. არც მწვრთნელი ვარგა და არც მოთამაშეები.
aronaks
21 ივლისი 2017 21:35
0
სტრატეგია-0.რუმინეთთან წაგებამ,ხორვატიას შეგვახვედრა!?..ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან 10 ქულიანი უპირატესობის არ გაზრდა,პირიქით -განიავება.ჯარიმების ვერ გამოყენება.თამაშის გადამწყვეტ ფაზაში 4-5 შეტევის ''ჩაგდება''...დასანანი მარცხი.
F
21 ივლისი 2017 21:02
0

სიახლეები პოპულარული