U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ბელარუსთან 35 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე თამაშიც წააგო.

არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდმა, ბელარუს თანატოლებთან გამართული მატჩი 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63-98 დათმო.

ბელარუსმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 18:25, 14:30, 13:19, 18:24.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილის აქტივში კი 11 ქულა და 14 ჩაჭრაა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად, ორიდან ორი წაგება აქვს. საპირისპირო შედეგი აქვთ ბელარუსს, ხორვატიასა და ისლანდიას.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 30 ივლისს, ხორვატიასთან
ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიას კომენტარი კარგია ზაზა მოხოდავს აკადემიას!კარგია!!!
რომა
17:40 30-07-2017
0
ქართული კალათბურთი ძალიან ჩაძირულია კორუფციაში. ფეხბურთზე მეტადაც კი. სანამ ძირფესვიანად არ შეიცვლება მანდ ყველაფერი ნაკრების წარმატება მარტო ინდივიდუალური წარმატებიდან გამოვა. როგორიც ზაზა, შერმადილი, შენგელა და სანიკიძეა. ალბათ ზაზა კარიერის მერე ჩამოვა და მოხოდავს აკადემიას და მაგათაც გააკეთებინებს საქმეს. დღეს კალათბურთში ჩვენთან ვინმეს რამე თუ ეთქმის ნამდვილად ზაზაა ეგ.
0

სიახლეები პოპულარული