ამის მიზეზი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წარუმატებელი სვლაა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით წააგო ესტონეთთან, ავსტრიასთან, ლუქსემბურგთან, ჩერნოგორიასთან. ოთხი მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდი მოხვდა ჯგუფში, რომლის მონაწილეები მეჩვიდმეტე-მეოცე ადგილებს ინაწილებენ. აუტსაიდერთა რბოლაში ქართველები წარუმატებლად ჩაებნენ და ზედიზედ მეხუთე წაგება მიითვალეს. ამჯერად სლოვაკეთთან - 64:78.
როგორც წინა შეხვედრებში, მეტოქემ ფარქვეშ თამაშისას ამჯერადაც იყოჩაღა, მიხეილ კობეშავიძის გუნდს მოხსნებში 48:32 აჯობა. როცა წინა ხაზში არაფერი გამოდის, პერიმეტრიდან ტყორცნებს უნდა
ჩვენი ნაკრები დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდება, 31 ივლისს - რუმინეთს. იმედი დავიტოვოთ, რომ ბოლო (მეოცე) ადგილს თავს დააღწევს.
...ბევრი ვეძებეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 18-წლამდელებში ც დივიზიონი არ არსებობს.
XVII-XX ადგილები
28 ივლისი, თელ-ავივი (ისრაელი)
საქართველო-სლოვაკეთი 64:78
23:19, 16:17, 11:26, 14:16
საქართველო: ჩერქეზიშვილი (9 წთ, 3ქ), სანაძე (37 წთ, 21ქ, 7მ, 4ჩ), ბოქოლიშვილი (7 წთ), ელიაძე (26 წთ, 14ქ, 4მ), ტეტელაშვილი (37 წთ, 8ქ, 7პ), თენიეშვილი (34 წთ, 12ქ, 8მ), ჯავახიშვილი (18 წთ, 3ქ, 4მ), მუმლაძე (28 წთ, 3ქ), რევაზაშვილი (4 წთ)
სლოვაკეთი: ბოიანოვსკი (23ქ, 7მ), სუსკა (10ქ), ჰატრიკი (18ქ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"