მეცხრამეტისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონში მეექვსე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებას ვერც ამჯერად მიაღწია. არადა, მიხეილ კობეშავიძის შეგირდები წარმატებასთან ყველაზე ახლოს სწორედ გუშინ იყვნენ - საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე 10 ქულის სხვაობით იგებდნენ (54:44), თუმცა 56-ე ქულის ჩაგდების შემდეგ მეტოქის კალათის გზა დაეკარგათ და პორტუგალიელებს 56:57 ჩამორჩნენ. მატჩის დასრულებას 30 წამი უკლდა, როცა დუდა სანაძემ თანაგუნდელები კვლავ დააწინაურა (58:57), მაგრამ დარჩენილ დროში პირენეელებმა სამი საჯარიმო ჩააგდეს და 60:58 გაიმარჯვეს.

დაცვასა და შეტევაში ქართველთაგან სხვადასხვანი გამოირჩნენ: დუდა სანაძემ 20 ქულა ჩააგდო, ხოლო

კახა მუმლაძემ 9 ქულას 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება მიამატა.

ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს 31 ივლისს რუმინეთთან ჩაატარებს. გამარჯვებული მე-19 ადგილს დაიკავებს... ლიგაში სულ 20 გუნდია.


საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი
XVII-XX ადგილები

საქართველო-პორტუგალია 58:60
18:15, 11:10, 14:11, 15:24

საქართველო: ჩერქეზიშვილი (7 წთ), შარაბიძე (1 წთ), კოღუაშვილი (9 წთ, 7ქ, 3ჩ), სანაძე (35 წთ, 20ქ, 6მ, 5პ), ელიაძე (23 წთ, 12ქ, 7მ), ტეტელაშვილი (30 წთ, 4პ), თენიეშვილი (27 წთ, 8ქ, 6მ, 3პ), ჭიჭვეიშვილი (5 წთ), ჯავახიშვილი (19 წთ, 4მ), მუმლაძე (40 წთ, 9ქ, 11მ, 3პ, 3ჩ, 4დ), რევაზაშვილი (4 წთ, 2ქ).

პორტუგალია: კარდოსო (13ქ, 7მ), გიმარაეში (11ქ, 7მ, 4პ), კასტელა (14ქ, 13მ)...

სატურნირო მდგომარეობა
თ მ წ ქ
1. პორტუგალია 2 2 0 4
2. სლოვაკეთი 2 2 0 4
3. საქართველო 2 0 2 2
4. რუმინეთი 2 0 2 2


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული