ქართველი 16-წლამდელები სომეხ თანატოლებთან ორ სპარინგ-მატჩს გამართავენ

AutoSharing Option
21 და 22 დეკემბერს საქართველოს 16-წლამდელთა კალათბურთის ნაკრები სომეხ თანატოლებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეხვედრები ვაკეში მდებარე "საკალათბურთო აკადემიის" დარბაზში გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პირველი სპარინგ-მატჩი 21 დეკემბერს 21 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა 17 საათზე დაიწება.

საქართველოს კადეტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია კაზანჯიანის განცხადებით, ამ შეხვედრებში ნაკრების კანდიდატები გამოიცდებიან.

თავის გამოჩენის შანსი ყველა კალათბურთელს მიეცემა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულად ასპარეზობენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სომხეთი და კალათბურთი?!; ეს საინტერესოა; ისე, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მშრალი ანგარიშით უნდა მოვიგოთ; აბა სომხები მეტოქის კალათში ბურთს ჩასაგდებად ვერ გაიმეტებენ.
levani kaxeti
19:01 19-12-2011
0

სიახლეები პოპულარული