საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთში 3 სპარინგ-მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთშია. გია კაზანჯიანის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, სლოვაკეთში 3 სპარინგ-მატჩს გამართავს.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ქართველები სამივე შეხვედრაში მასპინძელთა 16-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ მეტოქეები შეიცვალა.

ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს სლოვაკეთის ქალაქ კეჟმაროკში შევეხმიანეთ.

- სლოვაკეთში გუშინ ჩამოვედით და დედაქალაქ ბრატისლავიდან პატარა, მყუდრო ქალაქ კეჟმაროკში გადავინაცვლეთ. აქ საკმაოდ მშვიდი გარემოა და კარგი სავარჯიშო პირობებიც გვაქვს.

- უკვე ივარჯიშეთ?
- დიახ, ვარჯიში ახლა დავამთავრეთ. დღეს საღამოს კი პირველ მატჩს გავმართავთ. ჩვენი
მეტოქე სლოვაკეთის ერთ-ერთი 18-წლამდელთა კლუბი იქნება.

- წინასწარი ინფორმაციით, სლოვაკეთის ნაკრებთან გქონდათ სამივე მატჩი დაგეგმილი...
- დაგეგმილი მასე იყო, თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ განრიგი შეიცვალა, რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგია. სამივე მატჩის ერთი გუნდის წინააღმდეგ თამაშს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მეტოქესთან გაჯიბრება სჯობს.

დღეს 2 წლით უფროსების გუნდს ვეთამაშებით, ხვალ სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრებს დავუპირისპირდებით, ხოლო ზეგ ჩვენი მეტოქე უნგრეთის 16-წლამდელთა ნაკრები იქნება. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია საიმისოდ, რომ ჩვენმა გუნდმა სათამაშო გამოცდილება მიიღოს.

- გუნდში როგორი ვითარებაა?
- არის მიკრო-ტრავმები, თუმცა სერიოზული არაფერია. დღეს, აქაური დროით 7-ის ნახევარზე, პირველ მატჩს გავმართავთ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული