20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ვერ ვიტყვით, რომ დებიუტი იღბლიანი გამოვიდა - ჩვენმა 20-წლამდელებმა ლატვიასთან 38 ქულის სხვაობით დათმეს.

მაშინ, როცა გუნდისგან მოგებას მოელი, ასეთი სხვაობით წაგებამ შესაძლოა მეტად მწვავედ იმოქმედოს, მაგრამ ქართველმა ახალგაზრდებმა მოსამზადებელ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა (ორი ისრაელთან, ამდენივე ესტონეთთან) წააგეს და ნამდვილად არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ევროპის ჩემპიონატის გუნდებთან ერთიორად უკეთესად ითამაშებდნენ. ასეც მოხდა, ლატვიელებმა დაგვანახეს, რომ ქართველებზე უკეთესი 20-წლამდელები ჰყავთ.

მეტოქემ პირველივე პერიოდში 10-ქულიანი ფორა მოიპოვა და თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობა.

ყველაზე
მეტად კი ლატვიელთა უპირატესობა ფარქვეშ ჩაგდებულ ქულებში გამოიხატა. მათ 41-დან 29 ორქულიანი გამოიყენეს, რომელთაგან უმეტესობა ახლო მანძილიდან ტყორცნების შედეგი იყო.

ქართველებმა კი 17-ით ნაკლები ორქულიანი (12) გამოიყენეს. როცა ერთ კომპონენტში ასეთი სხვაობა ფიქსირდება, შედეგიც შესაბამისია - ბალტიისპირელებმა გამარჯვება დაიმსახურეს.

13 ივლისს ჩვენი ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

C ჯგუფი. 12 ივლისი
საქართველო-ლატვია 50:88
11:21, 11:19, 13:22, 15:26
საქართველო: ფხაკაძე (25 წთ, 3ქ, 4მ, 2პ), სანაძე (36 წთ, 12ქ, 5მ, 2ჩ), ბოქოლიშვილი (32 წთ, 15ქ, 3პ), ბურჯანაძე (30 წთ, 11ქ, 7მ), ლომინაშვილი (12 წთ, 2ქ), ტეტელაშვილი (15 წთ, 2ქ), ჯავახიშვილი (2 წთ), თენიეშვილი (25 წთ, 1ქ, 6მ, 2ჩ), ალხანაიძე (19 წთ, 4ქ, 8მ), როგავა (4 წთ).
ლატვია: ვიტინსი (4ქ), სილინსი (12ქ), ტიმა (21ქ, 10მ, 4პ, 6ჩ), ბრიცისი (10ქ), ვიტლსი (11ქ), საულიტისი (3ქ), ბერზინსი (2ქ), მისტერსი (5ქ), კოდერსი (6ქ), სტრაძინსი (4ქ), ჰელმანისი (8ქ), ბრემერსი (2ქ).

თურქეთი-ესპანეთი 60:79
21:18, 14:29, 14:16, 11:16
თურქეთი: სონსირმა (1ქ), ეროგლუ (2ქ), კანდინი (5ქ), ედგე (12ქ), დოკუიანი (10ქ), გეიკი (10ქ), თუნჩერი (7ქ), კანტიტიზი (3ქ), კალბანი (6ქ), კიზილჩა (2ქ), ტეკინი, კენტლი (2ქ).
ესპანეთი: სერვერა (4ქ), პოზასი (2ქ), სანზი (3ქ), ფერნანდესი (12ქ), სუარესი (3ქ), ბარერა (12ქ), აბრინესი (13ქ), დიესი (21ქ), ორიოლა (3ქ), ოლაიზოლა (4ქ), გუარა (2ქ).

ლატვია... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ნაკრებმა თავისი საქმენი საგმირონი უკვე მოასწრო გაეკეთებინა ირაკლი შენგელიას უდიდესი დამსახურებით;მის გარეშე რომ გაუჭირდებოდა ეს ხომ გასულ წელსვე იყო ნათელი.წარმატებები შენგელიასაც,მის გარეშე დარჩენილ ნაკრებსაც და სრულიად ქართულ სპორტს!!!!
gio73
12:20 13-07-2012
0
gio73 ირაკლი არა ნუგზარი:)))))))))
deme
13:03 13-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული