გია კაზანჯიანის გუნდი მე-11 ადგილის დასაკავებლად სკანდინავიელებს შეეცილება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც საქართველომ ბელარუსთან წააგო და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პარალელურ წყვილში კი ჰოლანდიამ ფინეთს აჯიბა და B დივიზიონში ქართველების ბოლო მეტოქეც გაირკვა.
ბელარუსებმა მატჩი 8-ქულიანი სხვაობით - ანგრიშით 74:66 მოიგეს. სლავებმა პირველი მეოთხედის შემდეგ 7-ქულინი უპირატესობა მოიპოვეს, რაც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. ქართველებისგან 15-15 ქულა დააგროვეს ლევან გოგალაძემ და გიორგი გუგეშაშვილმა, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 12 ქულა იყო.
საქართველო
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. IX-XII ადგილებისთვის. რუმინეთი. ბუქარესტი. 28 ივლისი
ბელარუსი 74:66 საქართველო
22:15, 17:17, 19:20, 16:14
gbf.ge