ჯერ გერმანიას ეპაექრა, 23 ივნისს - რუსეთს. ამ შეხვედრათა ოქმებს ქვემოთ გაეცნობით, დანარჩენს მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილისგან შეიტყობთ.
- გერმანიასთან თამაშის ერთ ეპიზოდში 14 ქულით ვიგებდით, მაგრამ კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ. ბოლო პერიოდში ტანმაღალი მოთამაშეების გარეშე დავრჩით.
შოთა გელაზონიამ და გიორგი ცირეკიძემ 5-5 პერსონალური შენიშვნა მიიღეს და მოედანი დატოვეს, ხოლო ლერი კვანტალიანმა კოჭი ამოიტრიალა და ვერ თამაშობს. ბოლო პერიოდში ავირიეთ, რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, ჩვენი სროლები არ
რაც შეეხება რუსებს...
- მათ რეალურად 20-წლამდელთა ნაკრები არ ჰყავთ. ეს არის ის გუნდი, რომელიც მსოფლიოს უნივერსიადისთვის ემზადება და მასში 1989 წელს დაბადებული რამდენიმე კალათბურთელი თამაშობს. აქვეა მათი ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი და წევრიც...
22 ივნისი
საქართველო-გერმანია 67:76
18:17, 24:14, 15:18, 10:27
საქართველო: ორმოცაძე (11 წთ), რამიშვილი (14 წთ, 8ქ), ო. ფხაკაძე (26 წთ, 8ქ), ბურჯანაძე (38 წთ, 26ქ, 10მ), გოგოძე (6 წთ), მიქელაძე (23 წთ, 11ქ), ცირეკიძე (18 წთ, 1ქ), როგავა (21 წთ, 4ქ, 4პ), გელაზონია (15 წთ, 2ქ), ჯინჭარაძე (19 წთ, 5ქ), თ. ფხაკაძე (9 წთ).
23 ივნისი
საქართველო-რუსეთი 47:98
10:28, 18:24, 11:23, 8:23
საქართველო: ორმოცაძე (20 წთ), რამიშვილი (11 წთ, 2ქ), ო. ფხაკაძე (13 წთ, 4ქ), ბურჯანაძე (29 წთ, 15ქ, 8მ), გრძელიძე (17 წთ), მიქელაძე (24 წთ, 9ქ, 3პ), ცირეკიძე (29 წთ, 5ქ), გელაზონია (14 წთ, 1ქ), ჯინჭარაძე (19 წთ, 6ქ), თ. ფხაკაძე (7 წთ, 1ქ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"