ტანმაღალმა ბოგდანმა 25 ქულა ჩააგდო და გერმანელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
სწორედ სიმაღლე იყო, რაც ქართველებს 9 ივლისს აკლდათ. ჩვენი ტექნიკური კალათბურთელები ფარქვეშ ინდივიდუალურად შესვლას არიან მიჩვეულები, მაგრამ გერმანელთა სამწამიან ზონაში შეღწევა მთლად რაიხსტაგზე ასვლასავით არა, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა.
თავად განსაჯეთ: სამწამიანი ზონიდან ჩვენმა გუნდმა 26 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში კი ამ
პირველი ტაიმის 29:47-ით წაგების შემდეგ ქართველთა დამრიგებელმა დავით უსტიაშვილმა სტრატეგია შეცვალა და რაც უფრო მეტად ახლოვდებოდა ფინიში, მით მეტი სამქულიანი ვარდებოდა ალემანების კალათში. თუმცა 10 სამიანი (26 მცდელობიდან) გამარჯვებას რომ არ ეყო, საფინალო ანგარიშიდანაც ჩანს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 31 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი, 19 ქულა ჩააგდო პლეიმეიქერმა ირაკლი მიქელაძემ. ვიცე-სნაიპერი ლერი კვანტალიანი გახდა (15 ქულა), ხოლო რევაზ როგავამ და კახა ჯინჭარაძემ მატჩი 10-10 ქულით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრები 10 ივლისს ისვენებს, 11 ივლისს კი ლიტვასთან თბილისის დროით 19 საათზე ითამაშებს. ბალტიისპირელებს 210 და 213 სმ სიმაღლის ორი ცენტრი ჰყავთ.
რადგან ნაკრებში მოხვდნენ, ურიგო მეფარეები არ უნდა იყვნენ და საინტერესოა, რას დაუპირისპირებს მათ დავით უსტიაშვილი. იქნებ თავიდანვე პერიმეტრზე გააკეთოს აქცენტი? დაველოდოთ 11 ივლისს.
9 ივლისი. ტალინი, ესტონეთი
საქართველო-გერმანია 75:89
15:23, 14:24, 22:23, 24:19
საქართველო: ორმოცაძე (12 წთ), რამიშვილი (12 წთ, 7ქ), ო. ფხაკაძე (20 წთ, 3მ), თ. ფხაკაძე (6 წთ), გრძელიძე (4 წთ), მიქელაძე (31 წთ, 19ქ, 4პ), კვანტალიანი (29 წთ, 15ქ, 3მ), ცირეკიძე (25 წთ, 8ქ, 8მ), როგავა (25 წთ, 10ქ, 4მ, 2პ), გელაზონია (20 წთ, 6ქ, 5ფ), ჯინჭარაძე (17 წთ, 10ქ, 5ფ).
გერმანია: ბრასე (16ქ), ტოლკსდორფი (14ქ), ოგბე (15ქ), რადოსავლიევიჩი (25ქ, 7მ, 4პ)...
ლიტვა-სერბეთი 68:64
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"