სუპერლიგის ლიდერ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
ხოშტარია მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტი იქნება. 20-წლამდელებში აინაცვლა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა, რომელიც ხოშტარიასთან ერთად უსტიაშვილის ასისტენტი იქნება.
18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს არჩილ ჟღენტი დაიკავებს, რომელიც აქამდე 20-წლამდელებში დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. 18-წლამდელებში ჟღენტის ასისტენტები იქნებიან დიმიტრი ჟაკობოვი და
16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, რომლის ასისტენტები ირაკლი ტომარაძე და "სოხუმის" 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი თემურ კანკია იქნებიან. ტომარაძე 16-წლამდელებში აქამდეც კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა, კანკიას კი ასაკობრივ დონეზე მწვრთნელობა პირველად მოუწევს.
ზემოთ აღნიშნული სიახლეებისა და გადაადგილებების შედეგად სამივე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავი 3-3-მა სპეციალისტმა მოიყარა, რომელთა შემადგენლობასაც ცალ-ცალკე გთავაზობთ:
20-წლამდელთა ნაკრები:
დავით უსტიაშვილი - მთავარი მწვრთნელი
მიხეილ ბერუაშვილი - ასისტენტი
ირაკლი ხოშტარია - ასისტენტი
18-წლამდელთა ნაკრები:
არჩილ ჟღენტი - მთავარი მწვრთნელი
გიორგი ნიკოლაძე - ასისტენტი
დიმიტრი ჟაკობოვი - ასისტენტი
16-წლამდელთ ნაკრები:
გია კაზანჯიანი - მთავარი მწვრთნელი
ირაკლი ტომარაძე - ასისტენტი
თემურ კანკია - ასისტენტი
წყარო: gbf.ge