თემურ კანკია: "დელტას" 4 მოთამაშე უკვე დააკლდა

AutoSharing Option
მარნეულის "დელტაში" მთავარი მწვრთნელი თემურ კანკიაა - ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელმაც იცის კალათბურთი და რომელიც "დელტაში" ხედავს ბევრ დადებით და მოსაგვარებელ ნიუანსს.

კანკია და "დელტა" ქუთაისში სუპერლიგის მორიგი თამაშისთვის ემზადებიან. მთავარ მწვრთნელს ამ ტესტზე დაველაპარაკეთ.

თემურ კანკია: "სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზის დაწყებიდან უკვე დაგვაკლდა 4 მოთამაშე სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგი გაცივდა, ზოგი - ტრავმირებულია. მიზეზი არ არის მთავარი. ეს ტაქტიკაზე სრულყოფილად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. პრაქტიკულად, მთელი ეს დრო მოთამაშეებთან ინდივიდუალურ მომზადებაზე წავიდა და გუნდს რეალურად, აკლდა ფიზიკური მომზადებაც.

კი, ფიზიკურად
დღეს ალბათ, უკეთ ვართ მომზადებულები, მაგრამ 100 პროცენტით მზად მაინც არ ვართ. 2 მოთამაშე დაგვიბრუნდა და თავს ოდნავ უკეთ გრძნობს, მაგრამ 2 მოთამაშე კვლავ გვაკლია და ეს პრობლემაა. არ გვყავს ძირითადი ფორვარდი ჯიმი ბანდუმელი და გამთამაშებელი სოსო ლეჟავა".

"ქუთაისთან"?

თემურ კანკია: "გაძლევთ პირობას, რომ 100 პროცენტით დავიხარჯებით. ქუთაისში მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ. მაქსიმუმს გავაკეთებთ. პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს და პატივს ვცემთ იმას, რასაც ვაკეთებთ".

ქუთაისში საინტერესო თამაში იქნება.

"დელტას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული