საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი სახარბიელოდ ვერ წარიმართა. ბევრი შეცდომისა და აცილებული ბურთების ფონზე, შვედებს თამაში არ უჭირდათ და საწყისი მეოთხედი ხომ იოლად მოიგეს, დიდი შესვენებისთვის 14 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს აჯობეს. აქცენტი დაცვაზე გააკეთეს და შვედებს შეტევის ორგანიზებას, ანაც შედეგიანად დაგვირგვინებას იოლად არ ანებებდნენ. საპასუხოდ, შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ და ბოლო მეოთხედის
ქართველებს წარმატების მცირე შანსი კი გააჩნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შვედებმა შორიდანაც ჩააგდეს, სწრაფი შეტევებითაც და ჩამორჩენილმა ქართველებმა შეცდომებს უხშირეს. საბოლოოდ კაზანჯიანის გუნდმა 16-ქულიანი მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებში დავით აფხაზავა გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი მოაგროვა. 7 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ქუთაისელ ლადო ფურცხვანიძეს. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში გერმანიამ 83:55 გაანადგურა სლოვენია.
4 თებერვალს საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
საქარია, თურქეთი. 2 თებერვალი
შვედეთი-საქართველო 67:51
18:11, 17:10, 10:16, 22:14
საქართველო: დარბაიძე (2ქ, 4მ), ლოლიშვილი (2), ცხოვრებოვი, ფურცხვანიძე (7ქ, 12მ), აკობია, ლეონიძე (5), დოლიძე, გვიანიძე (4), თვალაბეიშვილი (2ქ, 6მ), ბულაშვილი (5), აფხაზავა (17ქ, 6პ, 3მ, 2ჩ), ბაბილოძე (7).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"