საქართველო-უკრაინა რუსთავში

AutoSharing Option
ორშაბათს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თანამემამულე 20-წლამდელებთან ითამაშა და იმავე საღამოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე გააცილა. ახალგაზრდების წასვლის მიუხედავად, ჭაბუკები სპარინგ - მატჩების გარეშე მაინც არ დარჩებიან - გუშინ კიევიდან უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები ჩამოფრინდა და სასტუმრო `სიმპათიაში~ დაბინავდა.

უკრაინელი 18–წლამდელები, ქართველი თანატოლებისგან განსხვავებით, რანგით მაღალ, A დივიზიონში არიან და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 22 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება. ქართველი 18–წლამდელები კი ზუსტად ამ პერიოდში ისრაელში B დივიზიონში ითამაშებენ.

საქართველო და უკრაინა 3 საკონტროლო მატჩს გამართავენ – 14, 15 და 16
ივლისს. სამივე მატჩი რუსთავის "ქიმიკოსთა" დარბაზში
გაიმართება და სამივე ერთ დროს – 18 საათზე დაიწყება.

გუშინვე, 17 საათზე, უკრაინის ნაკრებმა კალათბურთის აკადემიის დარბაზში ივარჯიშა.

უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრები

# მოთამაშე სმ დაბ. თარ.
4 პაველ კრუტოუსი 195 09.04.1992
10 ალექსანდრ ბრასლავსკი 178 07.08.1992
11 ალექსანდრ პროკოპენკო 188 01.05.1992
12 ბოგდან ფრიკე 190 16.05.1992
13 ვიაჩესლავ ბობროვი 201 19.09.1992
20 მაქსიმ ლუცენკო 186 30.01.1993
23 დიმიტრი მარჩენკო 202 17.01.1992
32 კლიმ არტამონოვი 176 05.11.1993
33 ალექსანდრ ბელიკოვი 200 31.05.1992
34 ალექსეი ლენი 210 16.06.1993
39 ალექსანდრ მიშულა 187 18.04.1992
44 რომან ვირასტიუკი 202 19.04.1992
50 ვიაჩესლავ მოტორჩუკი 204 09.02.1992

მთავარი მწვრთნელი: დენის ჟურავლიოვი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული