ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საწყისი 3 მატჩიდან 2 მოიგო და მორიგ ტურში ლიტვას შეხვდა, თუმცა დიდსხვაობიანი მარცხი იწვნია და ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი დაკარგა.
ქართველმა 16-წლამდელებმა ლიტველებს პირველ მეოთხედში ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და 10-წუთეული 13:19 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდიდან ბალტიისპირელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულით იგებდნენ - 42:26.
მეორე ტაიმში ლიტველებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა და საბოლოოდ დიდი სხვაობით - 100:53 იმარჯვეს.
ბალტიისპირელებს
ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ლატვიასთან გამართავს, რომელთან ერთადაც ამ მომენტისთვის მე-3 ადგილს იყოფს.
ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და მეორე ჯგუფის III-IV გუნდებთან ერთად ტურნირზე V-VIII ადგილების დასაკავებლად იბრძოლებს.
წყარო: gbf.ge