ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელები შეიცვალნენ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ახალი სეზონის წინ ასაკობრივი ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები და მათი ასისტენტები დაამტკიცა.

16-წლამდელთა ნაკრებს გია კაზანჯიანი უთავკაცებს, რომელსაც ირაკლი ტომარაძე და დიმიტრი ჟაკობოვი დაეხმარებიან. 18-წლამდელთა ნაკრებს მიხეილ ბერუაშვილი გაწვრთნის, მის ასისტენტად კი ზაზა გაბისონია იმუშავებს.

20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი იქნება, მეორე მწვრთნელი კი არჩილ ჟღენტი. ასაკობრივი ნაკრები გუნდებიდან, პოსტი მხოლოდ 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია კაზანჯიანმა შეინარჩუნა.

კაზანჯიანის ყოფილი ასისტენტი არჩილ ჟღენტი კი 20-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს დაეხმარება. პოსტი დატოვეს 18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ
კობეშავიძემ და მისმა ასისტენტმა, კახაბერ შენგელიამ.



საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური



.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული