რუსთავი, 14 ივლისი
საქართველო(U18)-უკრაინა(U18 ) 54:84
19:21, 11:22, 11:21, 13:20
საქართველო: ბოქოლიშვილი (22), სანაძე (14), თენიეშვილი (5), მუმლაძე, ჯავახიშვილი (2); ჩერქეზიშვილი, შარაბიძე (4), კოღუაშვილი, ელიაძე (2), ჭიჭვეიშვილი, რევაზაშვილი
უკრაინა: არტამონოვი (13 ქულა, 12 მოხსნა), ბელიკოვი (7), კრუტოსი (15), პროკოპენკო (11), მარჩენკო (11), ბობროვი (7), ლენი (12 ქულა, 10 მოხსნა), მიშულა (2), ტიხონოვი, ვირასტიუკი (2), მოტორჩუკი (3)
15 ივლისი
საქართველო(U-18)-უკრაინა(U-18) 49:76
8:25, 9:16, 23:15, 9:20
საქართველო: ტეტელაშვილი (5), ბოქოლიშვილი (13), სანაძე (18), თენიეშვილი (5), მუმლაძე (1); ჩერქეზიშვილი, შარაბიძე, ელიაძე
უკრაინა: არტამონოვი (5), ბელიკოვი (2), კრუტოსი (5), პროკოპენკო (4), მარჩენკო (20), ბობროვი (5ქ, 13მ), ლენი (10 ქ, 9 მ), მიშულა (3), ტიხონოვი (11), ვირასტიუკი (6), მოტორჩუკი (3)
ან უკრაინას ჰყავს ძალიან ძლიერი 18-წლამდელთა ნაკრები, ან საქართველოს - სუსტი. ასეთი დასკვნის გამოთქმის უფლებას გვაძლევს რუსთავში ჩატარებული ორი საკონტროლო მატჩი, რომლებშიც უკრაინელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს. პირველი სტუმრებმა 84:54 მოიგეს, ხოლო მეორე - 76:49.
უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები უკეთესი გუნდი რომ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ იგი 22 ივლისს ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს, ხოლო ქართველები B დივიზიონში იასპარეზებენ. თუმცა გუნდებს შორის ასეთ სხვაობას ნამდვილად არ ველოდით. სხვაობა იყო სიმაღლეშიც - უკრაინელებს 215 სმ სიმაღლის ალექსეი ლენი ჰყავდათ. მისი და კლიმ არტამონოვის წყალობით სტუმრები ფარქვეშეთს დაეპატრონენ და პირველ მატჩში ქართველებს მოხსნებში 15-ით აჯობეს, ხოლო მეორეში - 35-ით (59:24).
როცა ფარქვეშ თამაშისას ასეთი სხვაობა ფიქსირდება, წაგების მიზეზების სხვაგან ძიება საჭირო არ არის, თუმცა უკრაინელები ქართველებს არც პერიმეტრიდან თამაშში ჩამორჩნენ...
დღეს, 18 საათზე ქართველი 18-წლამდელები უკრაინას მესამედ ეთამაშებიან. შეხვედრა ისევ რუსთავში გაიმართება.