ბოლო...

AutoSharing Option
საქართველო-ისრაელი 81:88
15:18, 27:23, 19:23, 20:24
საქართველო: ბაქრაძე (36 წთ, 16ქ, 5პ, 5მ, 2ჩ, 1ფ, 2შ), ჩიკვილაძე (34 წთ, 17ქ, 5მ, 3პ, 2ჩ, 1ფ, 2შ), ლომოური (16 წთ, 2მ, 1ჩ, 3ფ), შენგელია (28 წთ, 15ქ, 5მ, 2პ, 1დ, 4ფ, 2შ), შარაბიძე (30 წთ, 19ქ, 5მ, 4ფ, 2შ), მაჭავარიანი (10 წთ, 1ფ), კვეტენაძე (1 წთ, 2ქ, 2მ, 2ფ, 1შ), ნანიტაშვილი (4 წთ, 3ქ, 1მ), დვალიშვილი (20 წთ, 4ქ, 2მ, 1ჩ, 1დ, 5ფ, 1შ), ჩაჩანიძე (12წთ, 5ქ, 4ფ), ხმელიძე (8 წთ, 1მ,
2ფ, 1შ)
ისრაელი: კოჰენი (34 წთ, 9მ), რუბი (3ქ, 5პ, 5ფ), ნესტერენკო (6ქ), ტიშმანი (8ქ), არიელი (14ქ, 5მ), ეიდა (2ქ), შირანი (11ქ), კარპელესი (7ქ), რეისი (3ქ), ბუჩმანი, ოჰანა

შვედეთი-უნგრეთი 87:67

თ მ წ ქ
1. შვედეთი 2 2 0 4
2. ისრაელი 2 1 1 3
3. უნგრეთი 2 1 1 3
4. საქართველო 2 0 2 2

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონში მეორე მატჩიც წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მესამე ტურამდე როგორ გადაწყდა, რომ ქართველები ოთხგუნდიან ჯგუფში მეოთხეები იქნებიანო... სამწუხაროდ, ასეა: ქართველებმა ჯერ უნგრეთთან დათმეს, შემდეგ - ისრაელთან, რომლებსაც თითო მოგება აქვთ და მესამე ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან. ერთ-ერთი მათგანი ტურნირს ერთი მოგებით დაასრულებს. ქართველებმა ბოლო ტურში შვედეთს რომ მოუგონ და ქულებით ერთმოგებიანს (უნგრეთს ან ისრაელს) გაუთანაბრდნენ, მათ მაინც ვერ გაასწრებენ, რადგან ისრაელთანაც და უნგრეთთანაც წაგებები უწერიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა, ჩვენმა 20-წლამდელებმა მომდევნო ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს და 18 ივლისის შემდეგ B დივიზიონის ხუთ აუტსაიდერთან ერთად მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილების განაწილებისთვის ითამაშებენ. 18-ში ქართველები ჯგუფის ბოლო მატჩს ჩაატარებენ - შვედეთს დაუპირისპირდებიან.

მეორე ტურში ისრაელთან წაგება მომდევნო ეტაპის გზას რომ მოუჭრიდათ, ჩვენებმა, ცხადია, იცოდნენ, ამიტომ მატჩისთვის სათანადოდ მოემზადნენ, არც კონცენტრაცია აკლდათ... მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა ამომავალი ვარსკვლავის იაკობ კოენის შეწევნით მეტოქე თავიდან 12:5 დაწინაურდა, ქართველებმა თამაში მალე გამოასწორეს და მეორე პერიოდში სამქულიანების ფეიერვერკი მოაწყვეს: შორეული ტყორცნები გამოიყენეს თორნიკე შენგელიამ, გიორგი ნანიტაშვილმა, გივი ბაქრაძემ, ბექა ჩიკვილაძემ, გიორგი შარაბიძემ. თავის მხრივ, 210 სმ სიმაღლის კოენი ფარქვეშაც ყოჩაღობდა და არც სამქულიანების ტყორცნას ერიდებოდა. პირველი ტაიმი ქართველთა მცირე უპირატესობით დასრულდა - 42:41.

მეორე ნახევრის დასაწყისში ისრაელის ნაკრებმა თავი გამოიდო, ერთი პერიოდი 60:53 დაწინაურდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის წინ ქართველებმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს (61:64). ჩვენმა ახალგაზრდებმა ეს არ იკმარეს და სირენამდე 4:53 წუთით ადრე 73:72 დაწინაურდნენ (ამჯერედაც სამქულიანით, რომელიც რევაზ ჩაჩანიძემ ჩააგდო).

მატჩის ბედიც სამქულიანმა გადაწყვიტა: სირენამდე 3.33 წუთით ადრე ტანმაღალმა კოჰენმა პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნით ისრაელი 80:75 დააწინაურა. ასეთი ფორა ისრაელის გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ჩვენმა 20-წლამდელებმა ბევრი იწვალეს, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. 88:81 ისრაელის სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ საქართველომ და ისრაელმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც 80-იანებში იტრიალეს - ჩვენებმა 80:84 დათმეს და იმ წელს B დივიზიონში დაქვეითდნენ.

ისრაელის ნაკრების გუშინდელი გამარჯვება პირადად კოენის დამსახურებაა. მან 30 წუთში 34 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ქართველთა ბომბარდირიც ცენტრი გახდა: გიორგი შარაბიძემ 30 წუთში 19 ქულას 5 მოხსნა მიამატა.

ქართველებს მეტოქესთან ფარქვეშ არაფერი დაუთმიათ (მოხსნებში 30:29 იმარჯვეს), სამქულიანების რეალიზებაში სულაც 11:4 აჯობეს, თუმცა გადამწყვეტი საშუალო და ახლო დისტანციებიდან ტყორცნები აღმოჩნდა: ისრაელმა 28 ორქულიანი გამოიყენა, ქართველებმა, 15 ჩააგდეს...

...დაგვრჩა 18 ივლისის მატჩი შვედეთთან და მატჩები მეცამეტე-მეჩვიდმეტე ადგილებისთვის.

18 ივლისი
20:00 ისრაელი-უნგრეთი
22:15 საქართველო-შვედეთი




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული