საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კალათბურთში აშშ-სთან წააგო

AutoSharing Option
ერთდღიანი დასვენების შემდეგ ჩინეთში მყოფმა საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩები განაახლა.

უფრო ზუსტად, აშშ-ის, ჩინეთის, ლიტვისა და საქართველოს ნაკრებებმა ქალაქ დუშანძიდან, სადაც ერთმანეთში 3-3 მატჩი გამართეს, ქალაქ გონგლუში გადაინაცვლეს და ცალკე ამხანაგური ტურნირიც დაიწყო.

გონგლუს ტურნირზე გახსნის ცერემონიალი ცალკე ჩატარდა, ქართველების პირველი მეტოქე კი ამერიკის ნაკრები გახლდათ. ქართველებს და ამერიკელებს არ უთამაშიათ 22-24 აპრილს ქალაქ დუშანძიში ჩატარებულ ტურნირში. საქართველო ჩინეთს ერთხელ, ლიტვას კი ორჯერ შეხვდა. გონგლუს ტურნირი კი საქართველო-აშშ-ის მატჩით გაიხსნა.

ამერიკის ნაკრები გახლავთ სტუდენტური ლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებული
გუნდი, რომელშიც, ისევე, როგორც NCAA-ში, 22 წლამდე კალათბურთელები თამაშობენ.

მატჩი აშშ-ის გამარჯვებით - 90:70 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში 23 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ზაქრაძე, 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. დავით ლომიძემ, რომელმაც წინა მატჩში მსუბუქი ტრავმა მიიღო, 22 წუთი ითამაშა და 9 ქულა მოაგროვა.

მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 27 აპრილს, ჩინეთის ნაკრებთან გამართავს.

საერთაშორისო ტურნირი. 26-28 აპრილი. გონგლუ
აშშ-საქართველო 90:70
20:16, 26:14, 25:21, 16:16
საქართველო: გოგობერიშვილი (11), გოგნაძე (14ქ, 7მ), ფიფია, ლომიძე (9), ფევაძე, გვიანაძე, ცხოვრებოვი (3), კორსანტია (3), რევაზაშვილი (2), ზაქრაძე (23), გიორგაძე (5)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაბილოძე რატო არ აგყავთ ნაკრებში ?
irakli
13:48 27-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული