ქართულ კალათბურთში უკრაინის კვირეულია, უფრო სწორად ორკვირეული: 16-18 ივლისს უკრაინელებს 18-წლამდელებმა უმასპინძლებს, 20 ივლისს კიევში კადეტთა ნაკრებმა ითამაშა, ხოლო 25-ში თბილისში საქართველოს და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
18-წლამდელებმა სამივე საკონტროლო მატჩი წააგეს. შედარებით უკეთესად ითამაშეს კადეტებმა, თუმცა კიევში მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა: სირენამდე 3 წუთით ადრე უკრაინელი 16-წლამდელები 3 ქულით იგებდნენ. ბოლო სამწუთეულში ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.
შეხვედრის მსვლელობაზე უფრო დეტალურად მთავარი მწვრთნელი, გია კაზანჯიანი მოგვითხრობს:
- შეხვედრა დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ამხანაგური მატჩი
20 ივლისი, კიევი
უკრაინა-საქართველო 72:60
22:15, 13:14, 21:14, 16:17
საქართველო: ბურჯანაძე (23ქ, 8მ), მიქელაძე (15ქ, 10პ), ცირეკიძე (5ქ. 6მ), კვანტალიანი (5ქ), რამიშვილი (5ქ), ნადირაძე (2ქ), ლილიშვილი (2ქ), გრძელიძე (2ქ), ანანიაშვილი
არ უთამაშიათ: გოგბაიძე, ცხაკაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"