ხმის მიცემის პროცედურა სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა სასტარტო ხუთეულები, ხოლო გუნდების დარჩენილი, სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელებმა დაასახელეს.
"ოლ სტარი" რეგიონული პრინციპით გაიმართება. ერთ გუნდში თბილისის, ხოლო მეორეში რეგიონის გუნდებიდან შერჩეული კალათბურთელები მოიყრიან თავს.
შესაბამისად, დედაქალაქის გუნდში თავი მოიყარეს მოთამაშეებმა "დინამოდან", "კაკტუსიდან", "ოლიმპიდან" და "მგზავრებიდან", ხოლო რეგიონში - "ქუთაისის", "ბათუმის", "სოხუმისა" და "რუსთავის" კალათბურთელებმა.
თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი "დინამოს" თავკაცი ირაკლი ხოშტარია იქნება, ხოლო მისი ასისტენტი - კაკტუსელი არჩილ ჟღენტი. რეგიონის გუნდს
"ყველა ვარსკვლავის" მატჩის პარალელურად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 5 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გასული "ოლ სტარის" გამარჯვებული აკაკი ლომოური დაემატება. ლომოური ამჯერადაც იმყოფება სეზონის საუკეთესო 5-ეულში და ამის გამო წლევანდელ სნაიპერთა კონკურსს მე-6 ადგილზე მყოფი გიორგი ბარბაქაძე დაემატა.
ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 5 კალათბურთელი - ტომი სპანოლო (რუსთავი), ოთარ ბულიავა, უეიდ ლათანი (ორივე - სოხუმი), ტერიკ ბრიჯმენი (კაკტუსი) და დეანდრე რეი (დელტა, ა ლიგა).
"ოლ სტარის" გამორჩეული მოთამაშეებისთვის კალათბურთის ფედერაციის სპონსორებმა და პარტნიორებმა საჩუქრები დააწესეს.
სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით