ბერიშვილი
ლაღ თამაშში NBA-სებური ანგარიში დაფიქსირდა - 128:128. ძირითადი დრო სწორედ ასე დასრულდა, დამატებითში... თუმცა ოვერტაიმი არ გამართულა, საერთო შეთანხმებით, გუნდებმა დამატებით დროზე უარი თქვეს და მატჩიც მშვიდობიანად, ფრედ დაასრულეს. როგორც წესი, "ოლ სტარის" საუკეთესო კალათბურთელად გამარჯვებული გუნდის ბომბარდირს ირჩევენ. რადგან შეხვედრა ყაიმით დასრულდა, MVP-ის ტიტული სნაიპერ მიხეილ ბერიშვილს ერგო, რომელმაც კინაღამ
რეგიონების გუნდიდან სოხუმელი დუეინ ლათანი ასცდა 20-ქულიან ნიშნულს - 25 ჩააგდო.
- დიდი მადლობა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს, იმედია, ისიამოვნეს დღევანდელი მატჩით და მომავალში სუპერლიგის დაძაბულ თამაშებზე კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებენ, - აღნიშნა "ოლ სტარის" MVP-მ, მიხეილ ბერიშვილმა.
რეი
ჩატენვების კონკურსში ერთმანეთს ექვსი მონაწილე ეჯიბრებოდა: ტერიკ ბრიჯმენი, დეანდრე რეი, ოთარ ბულიავა, ტომი სპანოლო, უოლტერ პიჩფორდი და დუეინ ლათანი. ჟიურის წევრები კი გახლდნენ ყველასთვის ცნობილი, სახელოვანი ვეტერანი კალათბურთელები - ნიკოლოზ დერიუგინი, გივი ბიჭიაშვილი, ნოდარ ქორქია და პაატა გურასპაული. ფინალში გავიდნენ ტერიკ ბრიჯმენი და დეანდრე რეი. ეს უკანასკნელი A ლიგის გუნდ "დელტას" წარმომადგენელია და სწორედ მან მოიგო ჩატენვების ტურნირი, რომელმაც ფინალურ შერკინებაში 37 ქულა დააგროვა.
- ძალიან მიხარია, რომ სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ჩატენვების კონკურსში მონაწილეობის საშუალება მომეცა. როგორც ვიცი, ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ა-ლიგის მოთამაშემ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ეს მოთამაშე მე ვარ და მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ. ვამაყობ, რომ გავიმარჯვე, - გახარებული იყო დეანდრე რეი.
კასპერბაუერი
- სამქულიანების კონკურსი შემდეგი წესებით გაიმართა: მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასახვა წერტილიდან 5-5 ბურთს ისროდნენ. 25 ტყორცნისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. კონკურსში 6 მონაწილე პაექრობდა: ქეისი კასპერბაუერი - 20 ქულა, ირაკლი ჩლაიძე - 10, დეონტა ვონი - 10, დავით ბარბაქაძე - 17, გიორგი ბარბაქაძე - 16, აკაკი ლომოური - 14.
ფინალში დავით ბარბაქაძე და რუსთაველი კასპერბაუერი გავიდნენ. ჯერ ქართველმა ისროლა და 16 ქულას უწია. კასპერბაუერმა კი, პირველი ეტაპის მსგავსად, 20 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.
- ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. სასიამოვნოა ამდენი გულშემატკივრის ერთად ხილვა და მათი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, თბილისში. ალბათ, უკეთეს დღეს ვერც ვინატრებდი. დიდი მადლობა ყველას, - ქეისი კასპერბაუერი, 3-ქულიანების გამარჯვებული.
სუპერლიგის "ოლ სტარი"
28 იანვარი, თბილისი
თბილისი-რეგიონები 128:128
36:37, 32:41, 33:22, 27:28
თბილისი: როგავა (13ქ, 5პ), ფხაკაძე (2ქ, 4პ), ვონი (23ქ, 10პ, 6მ), ჩლაიძე (3ქ, 3პ), ლონდარიძე (14ქ, 5მ), ბრიჯმენი (14ქ), ფაცაცია (2ქ), ბერიშვილი (30ქ, 6პ, 10მ), გოგოძე (6ქ), ფლორვეუსი (14ქ, 8მ), პიჩფორდი (7ქ).
რეგიონი: ბოისა (11ქ, 5მ, 3პ), ლათანი (25ქ, 3პ), ლი (2ქ, 13პ, 6მ), დ. ბარბაქაძე (6ქ), სპანოლო (4ქ), ჯინჭარაძე (12ქ), ცინცაძე (9ქ, 8მ, 11პ), ჯგერენაია (12ქ, 10მ), გ. ბარბაქაძე (19ქ), ლომოური (7ქ, 5მ), ბულიავა (17ქ), ბექაური (4ქ, 5მ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"