შსს-"სოხუმის" მატჩი ინციდენტის გამო ნაადრევად დასრულდა [+VIDEO]

AutoSharing Option
დღე, 7 მაისს სპორტის სასახლეში გამართული შსს-"სოხუმის" მეოთხედფინალური სერიის ბოლო, მესამე მატჩი ინციდენტის გამო შეწყდა, გამარჯვებულად კი "სოხუმი" გამოცხადდა.

შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე, მსაჯ მაკა კუპატაძესა და შსს-ს კალათბურთელ ბესიკ ლეჟავას შორის კონფლიქტის გამო შეწყდა. მსაჯმა კალათბურთელი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვერ შეიკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას გულშემატკივართა აღშფოთება დაერთო და მსაჯებმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ ეპიზოდისთვის ანგარიში "სოხუმის" სასარგებლოდ 79:75 იყო.

ნახევარფინალში "სოხუმი" "არმიას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული