შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე, მსაჯ მაკა კუპატაძესა და შსს-ს კალათბურთელ ბესიკ ლეჟავას შორის კონფლიქტის გამო შეწყდა. მსაჯმა კალათბურთელი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვერ შეიკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას გულშემატკივართა აღშფოთება დაერთო და მსაჯებმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ეპიზოდისთვის ანგარიში "სოხუმის" სასარგებლოდ 79:75 იყო.
ნახევარფინალში "სოხუმი" "არმიას" დაუპირისპირდება.