მოგეხსენებათ, "არმია" მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე იასპარეზებს, რისთვისაც გუნდის ხელმძღვანელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ. მკითხველს აინტერესებს როგორც სატრანსფერო სიახლეები, ასევე თურქული შეკრების შედეგები. ამიტომ, გუშინ დავუკავშირდით "არმიის" მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს... თუმცა, ბატონი ლევანი, როგორც ყოფილი მწვრთნელი, ისე გველაპრაკა.
სახსრები მაწუხებდა და "არმიას" თურქულ შეკრებაზე არ გავყოლილვარო, გვითხრა გამოცდილმა სპეციალისტმა. თუმცა გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ
სამწვრთნელო საკითხთან დაკავშირებით ზოგი რამ დღეს გაირკვევა და უფრო კონკრეტულად ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ. ახლა მხოლოდ იმას დავძენთ, რომ "არმიას" თურქეთში მწვრთნელი ვაჟა მხეიძე ახლდა.
რადგან თავკაცის საკითხი ბურუსმა მოიცვა, ჯერ ვერც საევროჩელენჯო შემადგენლობაზე ვიტყვით რამეს, რადგან გუნდის შერჩევა სწორედ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"