გუშინ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე სიახლეების შესატყობად კაპიტან კოტე ტუღუშს დავკავშირებოდი.
- "არმიას" მე გავუძღვები, - მითხრა კოტემ.
ცხადია, ეს ერთგვარად მოულოდნელი ამბავი იყო, რადგან კოტე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს...
- დროებით მწვრთნელად დაგნიშნეს, თუ გუნდს მომავალ სეზონშიც გაუძღვები?
- "არმიას" 2010-11 წლების სეზონში
- "არმიას" მომავალ სეზონში სერიოზული მიზნები აქვს, პასუხისმგებლობაც შესაბამისი იქნება.
- პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებ და ვთვლი, რომ ახალი სამუშაოსთვის მზად ვარ.
- ახლა გუნდზე გკითხავ. გასული სეზონის შემდეგ "არმიაში" რა სიახლეებია?
- სიახლეები ნამდვილად იქნება, მაგრამ დღეს ვერაფერს ვიტყვი. კვირის ბოლომდე კარგად ჩამოვყალიბდებით და ყველაფერი მერე გაცხადდება.
- მწვრთნელის ასისტენტად ვინ იმუშავებს?
- ესეც კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"