შსს აკადემია-თსუ 82:68 - ფავორიტმა პოზიცია გაიმყარა

AutoSharing Option
სუპერლიგის მესამე ტურის ამ შეხვედრაში "აკადემია" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან შარშანდელი სეზონის შემდეგ თსუ წამყვანმა კალათბურთელებმა დატოვეს. გუნდს მწვრთნელებიც შეეცვალა, ახლებს კი შესაგუებლად დრო სჭირდებათ. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტელებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

მართალია, გეორგიოს კეცელიდისის შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე დომინირებდნენ, თუმცა ისე ვერა, რომ ეს შეხვედრა მათთვის იოლი გასეირნება ყოფილიყო.

ფავორიტები პირველი წუთებიდანვე დაწინაურდნენ და საწყისი 10-წუთიანი მონაკვეთი შედარებით იოლად (19:11) მოიგეს, მომდევნო მეოთხედებში კი თსუ უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს. ამის მიუხედავად, "აკადემიამ" მაინც მიაღწია 14-ქულიან წარმატებას -
82:68 და ზედიზედ სამი გამარჯვებით "რუსთავთან" ერთად გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

შსს აკადემია - თსუ 82:68
(19:11, 16:17, 23:18, 24:22)
შსს აკადემია: კირკ არჩიბეკი - 22, ლეჟავა - 17, პრუიტი - 15;
თსუ: ბაქრაძე - 24, ასელაინი - 13, ტეტელაშვილი და ნოზაძე - 6-6 ქულა.

სატურნიო მდგომარეობა
გუნდი სხვ.
1 რუსთავი 3 3 0 251/183 6
2 შსს აკადემია 3 3 0 274/223 6
3 დინამო
3 2 1 218/184 5
4 ქუთაისი 3 2 1 221/190 5
5 არმია 2 2 0 173/103 4
6 ოლიმპი 2 2 0 191/141 4
7 თსუ
3 1 2 186/226 4
8 სტუ 3 0 3 184/235 3
9 ბათუმი-რსუ 3 0 3 181/255 3
10 თსსუ 3 0 3 151/261 3
11 სოხუმი 2 0 2 168/197 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული