სუპერლიგა 2012-13. XIV ტური: "ქუთაისის" იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და სტუ წარსდგნენ.

შეხვედრა იმერული კლუბის იოლი გამარჯვებით - 96:41 დასრულდა.

ტექნიკოსებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც 11:15 დათმეს.

მეორე ათწუთეულიდან კი დავით უსტიაშვილის გუნდს ყველაფერი გამოუვიდა. მომდევნო პერიოდი ქუთაისელებმა 28:7 მოიგეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს.

მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. ქუთაისელებმა მოპოვებული უპირატესობა არათუ ხელიდან გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და საბოლოოდ 55-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.

სტუ-ს ვერც ერთი მოთამაშე 10-ქულიან ზღვრამდე ვერ მივიდა, ხოლო ქუთაისელთაგან აღნიშნული ბარიერი
ოთხმა კალათბურთელმა დაძლია.

19-19 ქულით იმერულ კლუბში გიორგი ბარბაქაძე და რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 19 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს "შსს-აკადემია" და თსუ დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): "მატჩის ბედი ფაქტობრივად თავიდანვე გადაწყდა. კარგად ვითამაშეთ დაცვაში, მსროლელების ასპარეზობითაც კმაყოფილი ვარ, შედეგად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ".

ავთანდილ ლომინაშვილი (ქუთაისი): "მეტოქე შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია ჩვენთვის, თუმცა კარგად დავიწყეთ და სასურველ შედეგს იოლად მივაღწიეთ".

ზურა ტომარაძე (სტუ): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მიზეზებზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს ასე რომ თავს შევიკავებ. ქუთაისი ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც შეგვეხება ჩვენ თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ".

ქუთაისი - სტუ 41:96

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული