შეხვედრა იმერული კლუბის იოლი გამარჯვებით - 96:41 დასრულდა.
ტექნიკოსებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც 11:15 დათმეს.
მეორე ათწუთეულიდან კი დავით უსტიაშვილის გუნდს ყველაფერი გამოუვიდა. მომდევნო პერიოდი ქუთაისელებმა 28:7 მოიგეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს.
მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. ქუთაისელებმა მოპოვებული უპირატესობა არათუ ხელიდან გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და საბოლოოდ 55-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.
სტუ-ს ვერც ერთი მოთამაშე 10-ქულიან ზღვრამდე ვერ მივიდა, ხოლო ქუთაისელთაგან აღნიშნული ბარიერი
19-19 ქულით იმერულ კლუბში გიორგი ბარბაქაძე და რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და 19 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს "შსს-აკადემია" და თსუ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
დავით უსტიაშვილი (ქუთაისი): "მატჩის ბედი ფაქტობრივად თავიდანვე გადაწყდა. კარგად ვითამაშეთ დაცვაში, მსროლელების ასპარეზობითაც კმაყოფილი ვარ, შედეგად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ".
ავთანდილ ლომინაშვილი (ქუთაისი): "მეტოქე შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია ჩვენთვის, თუმცა კარგად დავიწყეთ და სასურველ შედეგს იოლად მივაღწიეთ".
ზურა ტომარაძე (სტუ): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მიზეზებზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს ასე რომ თავს შევიკავებ. ქუთაისი ძლიერი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც შეგვეხება ჩვენ თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ".
ქუთაისი - სტუ 41:96
superleague.ge